საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექვემდებარებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას.
2022 წლის 28 მარტიდან AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
მომსახურების სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 28 მარტამდე მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის მოქმედებს რეგისტრაციის გამარტივებული წესი.
გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (PTI) ცენტრების საშუალებითაც.