13-14 აპრილს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში კიკბოქსინგის ღია ჩემპიონატი (K-1) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და სომხეთის სამი ქალაქიდან.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოყვარულმა, ასევე პროფესიონალმა სპორტსმენებმა. პროფესიონალურ ორთაბრძოლებში სომხეთიდან სამი გუნდი მონაწილეობდა: ერევანი, აპარანი და ჩარენცავანი (გორ ვარდანიანის გუნდი), დაახლოებით 44 მონაწილე, ასევე ახალქალაქის სპორტსმენები.
კიკბოქსინგის ტრენერი, სერგეი ტონაკანიანი, ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილია.
„ეს შეჯიბრებები გეგმოიურია, წელიწადში ერთხელ ტარდება საქართველოს ყველა ქალაქში. მარტში უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ რადგან საქართველოში სხვა შეჯიბრებები იმართებოდა, ფედერაციამ ეს ჩემპიონატი აპრილისთვის გადადო“, – თქვა სერგეიმ.
13 აპრილს, პროფესიონალ სპორტსმენებს შორის ბრძოლა გაიმართა, სადაც ახალქალაქელმა სპორტსმენებმა ხუთი პირველი ადგილი დაიკავეს და ქამრისთვის იბრძოლეს. სპორტსმენები, რომლებიც გუშინ იასპარეზეს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან.
„გუშინ ძალიან ძლიერი ბრძოლა გაიმართა, ხუთი გამარჯვებული გვყავდა და გამარჯვებულები იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულები იყვნენ: სარგის ტონაკანიანი, არტიუშ აივაზიანი, გეორგი მირზოიანი, ალბერტ ჰარუთიუნიანი და ანდრანიკ თუმასიანი. სომხეთის 7 სპორტსმენისგან შემდგარმა აპარანის გუნდმა 5 პირველი ადგილი დაიკავა, ჩვენ 6 სპორტსმენით მივიღეთ მონაწილეობა და მათგან 5 პირველი ადგილი დაიკავა“, – დაამატა მან.
აღვნიშნავთ, რომ სარგის ტონაკანიანისა და არტიუშ აივაზიანის ტრენერი სერგეი ტონაკანიანია, ალბერტ ჰარუთიუნიანისა და ანდრანიკ თუმასიანის ტრენერი ანდრანიკ აბელიანი, გეორგი მირზოიანი კი ქობულეთს წარმოადგენდა.
14 აპრილს, გაიმართა სამოყვარულო ორთაბრძოლები, რომელშიც ახალქალაქელმა მოსწავლეებმა 14 პირველი ადგილიდან 11 დაიკავეს. ამ სპორტსმენებს შორის იყვნენ ნინოწმინდის რაიონის სოფლების სათხასა და არაქალის სპორტსმენებიც, რომელთა ტრენერი სერგეი ტონაკანიანი გახლავთ.
ჩემპიონატს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კიკბოქსის გულშემატკივრები და სხვები ესწრებოდნენ.
სერგეი ტონაკანიანი დიდად აფასებს ფინანსურ და სხვა მხარდაჭერას, რომლის დახმარებითაც ჩემპიონატი გაიმართა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მერიას მხარდაჭერისთვის, მათი დახმარებით მოვიპოვეთ მედლები და თასები, ხოლო რაც შეეხება ქამრებს, ფინანსურად სათხადან არამ სანოსიანი და გომანიდან ეღიკიან სარგისი დაგვეხმარნენ. ქამრები ძვირიანია, ერთი ქამრის ღირებულება 100 ლარია, მაგრამ 44 ქამარი გვჭირდებოდა და ფინანსურად დაგვეხმარნენ“, – დაასკვნა სერგეიმ.
ანდრანიკ აბელიანმა ასევე მადლობა გადაუხადა სპორტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა:
„გუშინ ჩვენი სპორტსმენების გვერდით იყო ჩვენი ქველმოქმედი დადეშიდან არტიუშ სარგსიანი. თითოეულ სპორტსმენს ფულადი საჩუქარი გადასცა, რაც ნამდვილად დასაფასებელია, თითოეულ მათგანს 100 დოლარი გადასცა“.
ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრძოლების დროს სხვადასხვა ტრენერები იყვნენ, პროფესიონალურ ორთაბრძოლებში ტრენერები იყვნენ სერგეი ტონაკანიანის მოსწავლე, ერთი ტრენერი სომხეთიდან და ერთი ტრენერი საქართველოს ფედერაციიდან. დღევანდელი ორთაბრძოლები საქართველოს ფედერაციის ტრენერები ჩაატარეს.