9 აპრილს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე „თავისუფლების მსვლელობა“ გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი პარტიის მიერ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ინიცირებას აპროტესტებენ.

მსვლელობისას მონაწილეები სკანდირებდნენ:

„საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი“.
„ერთად დავიცვათ 9 აპრილს გამარჯვება“.
„დიახ – ევროპას, არა – რუსულ კანონს“!

მსვლელობის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ, ჰიმნებს მღეროდნენ, ასევე თავიანთი პლაკატები ეჭირათ.

9 აპრილის აქცია სიმბოლურად პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან დასრულდა.

akcia 2

akcia 3

akcia 4

akcia 5

akcia 6

akcia 7

akcia