COVID-19 ვირუსის დამტკიცებასთან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მცხოვრები, 44 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს ახალციხეში, კარანტინში გადაიყვანენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეგოიანის თქმით, ისინი ცენტრიდან ბრძანებას და ქალაქ ახალციხიდან მედიკოსების ბრიგადას ელოდებიან, რათა სოფელში ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა დაიწყონ. ინფიცირებულის ოჯახის წევრებს ახალციხეში კარანტინში გადაიყვანენ.
44 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები, რომელიც სოფელში ინფიცირებულთან ერთად იმავე სატრანსპორტო საშუალებით ჩამოვიდნენ, ჯერჯერობით თვითიზოლაციაში არიან. სოფლის დანარჩენი მცხოვრებლები გააფრთხილეს იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და თავი დაიცვან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან შეგვატყობინეს, იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნება მიღებული მუნიციპალიტეტში, რეკომენდაციებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივ ცენტრს გაუგზავნიან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მკვიდრ, 44 წლის მამაკაცს, რომელიც 2 ივნისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
სოფელ ყაურმის მცხოვრები, სატვირთოს მძღოლი, 44 წლის მამაკაცი სახლში 31 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა და 14 დღის განმავლობაში საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსზე შეამოწმეს, მაგრამ სახლში გაუშვეს. თუმცა გუშინ, 2 ივნისს, შუადღის შემდეგ, კორონავირუსზე ეჭვით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მამაკაცს ადგილობრივი საავადმყოფოსთვის, ან ექიმებისთვის საკუთარი სურვილით არ მიუმართავს. მას ეძებდნენ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა იპოვეს.
თუ, როგორ გამოუშვეს კარანტინიდან ვირუსით ინფიცირებული ადამიანი და ჯავახეთში, უსაფრთხოების რა ზომები იქნება მიღებული, შემდგომ მასალებში შეგატყობინებთ.