ახალქალაქში დიდებული ხარჯების ჟამია, რათა გააწყონ ძვირფასი საახალწლო სუფრა, შეიძინონ საჩუქრები და დეკორაციები. ახალქალაქის მოსახლეობას 1500- 2000 ლარი ესაჭიროება იმისათვის, რომ აღნიშნოს ახალი წელი და საახალწლო სუფრა გაშალოს.

საშოვარიდან დაბრუნებული ადამიანები მიიჩქარიან საყიდლებზე, ზოგიერთი კი ტრადიციული საახალწლო სუფრის გაწყობისათვის მიიჩქარის ბანკში, რათა სესხი გაიფორმოს.

ახალქალაქის მაცხოვრებლები საყიდლების კეთებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყებენ. ბოლო დღისათვის მალფუჭებად პროდუქტებს, ხილს და ბოსტნეულს იტოვენ. ახალქალაქელები პურსაც კი რამდენიმე დღით ადრე ყიდულობენ იმის შიშით, რომ ბოლოს შეიძლება ვერ მოესწროს.

Mirg

მიუხედავად შემოსავლებისა, ახალქალაქის მაცხოვრებლები სთვლიან, რომ უნდა შეხვდნენ ახალ წელს მდიდრული სუფრით, თუმცა კარგად იციან, რომ დღესასწაულის შემდეგ მათი ვალები და კრედიტები იზრდება.

მოსახლეობის თქმით, ახალი წლის აღსანიშნავად 1500-2000 ლარი არის საჭირო.

Chir 1

ხალხის განცხადებით, ყველაზე მეტი თანხა ხორცისა და სასმელების შესაძენადაა საჭირო. არმენმა, რომელიც პროდუქტს ყიდულობდა ბაზარზე, მოგვახსენა, რომ ხორცის საყიდლად მინიმუმ 400 ლარი არის საჭირო. თუმცა თუ სახლში ინახავ ღორს და საქონელს, მაშინ 400-600 ლარის დაზოგვა არის შესაძლებელი.

შესაძენი პროდუქტებისა და ნივთების სია წინასწარ დგინდება, რათა საახალწლოდ არაფერი დარჩეს საყიდელი. შედგენილი სია ძირითადად ყველასი ერთნაირია, რადგან იწერება ყველაზე აუცილებელი საყიდლები. ზოგიერთი ხუმრობს კიდევაც, «გადამაწერინე სიაო». ჩვენ საახალწლო საყიდლების სიის გადაწერა არ მოგვითხოვია, თუმცა ფოტოს გადაღება მოვახერხეთ.

Cucak

მოსახლეობის თქმით, 200-250 ლარი მარტო სასმელებისათვის არის საჭირო.
«მთლიანობაში, ახალი წელი კარგად რომ აღვნიშნოთ 2000 ლარი არის საჭირო»,- ამბობს არტური.

Mis 3

ახალქალაქის მაცხოვრებლების თქმით, საახალწლო დღესასწაულებზე ყველა სხვადასხვანაირად იხარჯება. სოფლის მოსახლეობას არ უწევს ხორცის, კვერცხის, ქათმის, კარტოფილის და სხვა ხილისა და ბოსტნეულის შეძენა, შესაბამისად ისინი უფრო ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ქალაქის მაცხოვრებლები.

Xaxalik 4

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა მაცხოვრებლების თქმით, 1500-2000 ლარი მხოლოდ პროდუქტის შესაძენად არის საჭირო. აქ არ არის ჩავთვლილი საჩუქრები და მოსართავი საშუალებები.

500 ლარზე მეტია საჭირო რათა შეიძინო საახალწლო საჩუქრები და სხვადასხვა დეკორაციები, ხოლო თუ გადაწყვეტ ნაძვის ხის შეცვლას მაშინ 1000 ლარი მაინც უნდა გაიღო.

«მარტო ნაძვის ხეში, სათამაშოების გარეშე 200 ლარი გადავიხადე»,- ამბობს ლიოვა.

ფეერვერკები და ასაფეთქებელი საშუალებები სულ სხვა საქმეა, კიდევ 200 ლარია საჭირო სხვადასხვა ასაფეთქებელსა და ფეიერვერკებისათვის.

Xaxalik 7

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ჩამოთვალიდან რაიმეზე თანხის დაზოგვა, გვიპასუხეს «ყველაფერი ხომ ჩვენი შვილებისათვის კეთდება».