დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ყაურმის მცხოვრების სინჯის შედეგები ჯერ კიდევ უცნობია. მოქალაქე გუშინ ხელმეორე ტესტირებაზე გადაიყვანეს. გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გუშინ, 2 ივნისის ღამით სოფელი ყაურმის მცხოვრები კორონავირუსზე შესამოწმებლად წაიყვანეს.
ის საკუთარ სახლში 31 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში კარანტინი გაიარა. კორონავირუსზე შეამოწმების შემდეგ ის სახლში გაუშვეს. თავად მოქალაქემ ადგილობრივ საავადმყოფოს ან ექიმებს არ მიმართა. მას ეძებდნენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან იპოვეს.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან გვატყობინებენ, რომ სოფელი ყაურმის მცხოვრებს ესაუბრნენ და მას კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია.
2 ივნისის ღამეს, 23:00 საათის შემდეგ, TV Imedi-მ გაავრცელა მასალა, სადაც ამტკიცებენ, რომ სოფელი ყაურმის მცხოვრების სინჯის შედეგები გუდაურში საკარანტინე ზონაში აერიათ, და «ამის შედეგად 44 წლის კორონავირუსით დაავადებული მამაკაცი ნინოწმინდაში მოხვდა».
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის პრესმდივანმა, Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ გამოკვლევა დასრულებული არ არის, დაავადება დამტკიცებული არ არის.
დღეს, დილით ადრე, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მტკიცებულება, რომ ტესტის შედეგები აერიათ და სოფელი ყაურმის მცხოვრები დაავადებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
«მიმდინარეობს გამოკვლევა, ტესტები არეული არ არის. კარანტინში მას ტესტი ორჯერ გაუკეთდა, ახლა მისი ხელმეორე ტესტირება მიმდინარეობს. ადამიანი რატომღაც ერთი ტესტის შედეგების საფუძველზე გაუშვეს იმ დროს, როდესაც მეორე სუსტი დადებითი იყო, ახლა ჩაღრმავებული გამოკვლევა მიმდინარეობს. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, რაც ორი დღის შემდეგ იქნა აღმოჩენილი. ის იდენტიფიცირებული იყო, ადგილი გარკვეულ შეუსაბამობას ჰქონდა, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. აიღებენ სისხლს, ანტისხეულებზე შეამოწმებენ, და დარწმუნებული ვარ, რომ ინფექცია არ ექნება»,- აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორი იქნება სოფელი ყაურმის მცხოვრების ანალიზის შედეგები, Jnews-ი შეგატყობინებთ, როგორც კი ცნობილი გახდება.