ახალქალაქელი სპორტსმენი, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლე, ევროპის ჩემპიონი კრივში არტიუშ გომციანი ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. მოკრივის მესამე ბრძოლა დღეს, 10 მარტს ბრაზილიელ ლიუს ოლივუერთან გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში მას 2024 წლის ოლიმპიადის გზაზე მხოლოდ 1 ბრძოლა დარჩება.
3-11 მარტს იტალიის ქალაქ ბუსტო-არსიციოში პირველი მსოფლიო ოლიმპიური კრივის შესარჩევი ტურნირი მიმდინარეობს. 4-5 მარტის ღამეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, არტიუშ გომციანის ტურნირზე პირველი ბრძოლა 57 კგ წონით კატეგორიაში პალესტინელ მოკრივე აბუსალ ვასიმის წინააღმდეგ გაიმართა. ხოლო 8 მარტიდან 9 მარტის ღამეს მან ავღანეთიდან მოწინააღმდეგე დაამარცხა.
გომციანი ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად მოკრუვეს საერთო ჯამში 4 ბრძოლის მოგება მიუწევს, რომელთაგან ორი უკვე აქვს. დღეს ის ჩემპიონატის მერვედში იასპარეზებს.
მოკრივის პირადი ტრენერი – ატომ ელიზბარიანი.
პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების 49 საგზურისთვის იტალიაში 670 სპორტსმენი იასპარეზებს. 28 კვოტა მამაკაცებს შორის განაწილდება, 21 კი ქალებს შორის. კვოტის მფლობელთა უმეტესობა 10 და 11 მარტს გამოვლინდება.
ფოტო არქივიდან