სტიპენდია გაიცემა აღნიშნული სასწავლო წლის სწავლის საფასურის 90%-ის ოდენობით (სომხური საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა არ აღემატება 720 000 დრამს) მაღალი მიღწევების წახალისებისა და ამავდროულად ნაკლებად შეძლებული ოჯახების სტუდენტების მხარდასაჭერად, რომლებიც სომხური საგანმანათლებლო ფონდის მიერ წარმოდგენილ სპეციალობებზე სწავლობენ.

სრიპენდია გაიცემა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, სირიელი-სომეხი და ლიბანელი-სომეხი სტუდენტებისთვის, ასევე ყარაბაღსა და ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი სტუდენტებისთვის, რომელთა საშუალო აკადემიური ქულა შეადგენს არანაკლებ 15, 3, 7 ან 75 ქულისა.

სტიპენდია გათვალისწინებულია მიმდინარე სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურის 90%-ის ოდენობით მაღალი მიღწევების მქონე და ამავდროულად ნაკლებადშეძლებული სტუდენტების წახალისების მიზნით, რომლებიც სომხეთის საგანმანათლებლო ფონდის მიერ წარმოდგენილ სპეციალობით სწავლობენ, ხოლო დანარჩენ 10%-ის გადახდა მოუწევს სტუდენტს.

სისტემაში დანერგვის შემდეგ სტუდენტი აგრძელებს სტიპენდიის მიღებას, თუკი მაღალ აკადემიურ რეიტინგს შეინარჩუნებს არანაკლებ 75 ქულის სახით და წელიწადში 120 საათ მოხალისეობრივ სამუშაოს შეასრულებს.

სომხური საგანმანათლებლო ფონდის მიზანი — ყველა სტუდენტს დაეხმაროს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებაში და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაში, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ დაეხმარონ მშობლებს, ასევე სომხების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში შეიტანონ წვლილი.

წელს საქართველოში სომხური საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას გამოუყოფს შემდეგი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების სტუდენტებს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

● ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
● ჰუმანიტარული ფაკულტეტი
● სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი
● ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
● სამედიცინო ფაკულტეტი
● იურიდიული ფაკულტეტი
● ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

● მეცნიერების ფაკულტეტი
● საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი
● ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტი
● იურიდიული ფაკულტეტი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

● პედაგოგიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტი
● ბიზნესის- ადმინისტრირების ფაკულტეტი
● მართვის ფაკულტეტი
● ინჟინრის, სოფლის მეურნეობის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტი:

● მკურნალობა
● სტომატოლოგია
● ფარმაცევტიკა
● საზოგადოებრივი ჯანდაცვა
● რეგენერაციული მედიცინა
● მედდის საქმის ბაკალავრიატი და პროფესიონალური პროგრამა

კავკასიის უნივერსიტეტი:

● ბიზნესის ფაკულტეტი
● ტექნოლოგიების ფაკულტეტი
● მართვის ფაკულტეტი
● ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
● მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
● ეკონომიკის ფაკულტეტი
● განათლების ფაკულტეტი
● ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტი
● მენეჯმენტის ფაკულტეტი
● ტურიზმის ფაკულტეტი

შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

● ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
● ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
● ჰუმანიტარული ფაკულტეტი
● მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
● საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ და ჯანდაცვის ფაკულტეტი
● ტექნოლოგიების ფაკულტეტი
● ტურიზმის ფაკულტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 

თბილისის სამხატვრო აკადემია.

სომხური საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა უნივერსიტეტებს და სპეციალობებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე გადასვლით.

სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სომხეთში, შეუძლიათ განაცხადის შეტანა მითითებული ფორმის შევსებით.

სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოში სწავლობენ, ავტორიზაცია შემდეგ მისამართზე უნდა გაიარონ