დღეს, 17:00 საათის შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ყაურმას მცხოვრები რეანომობილითა და პოლიციის მანქანის თანხლებით, კორონავირუსზე შესამოწმებლად წაიყვანეს. მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან და კარანტინი საქართველოში გაიარა.
სოფელი ყაურმას მცხოვრები სახლში ამ დღეებში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა და კარანტინი გაიარა. ის კორონავირუსზე შეამოწმეს, მაგრამ სახლში გამოუშვეს. თავად მოქალაქე ადგილობრივ საავადმყოფოს ან ექიმებს არ მიმართა. მას ეძებდნენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან იპოვეს.
კარანტინის ზონაში ორი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან ერთ-ერთში კორონავირუსის ინფექციისადმი მიდრეკილება აღმოაჩნდა. ამიტომ ის ხელმეორე ტესტ-ანალიზზე წაიყვანეს. ახალი ტესტის შედეგები რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება ცნობილი.
მისი ოჯახის წევრები სიტუაციის გარკვევამდე თვითიზოლირებულები არიან.