ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარატეს მუნიციპალური ჩემპიონატი (კუმიტე) ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 სოფლის 63 სპორტსმენმა. ჩემპიონატში 6-დან 17 წლამდე ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.
ჩემპიონატი ახალქალაქის სპორტული სკოლის ტრენერმა სარგის მარგარიანმა მოაწყო. მიზანია ამ სპორტის კიდევ უფრო განვითარება ახალქალაქში. ჩემპიონატის დროს მსაჯები მარგარიანის უფროსი მოსწავლეები იყვნენ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სოფელი მაჯადია – 12 მედალი, ექვსმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა, ხუთმა სპორტსმენმა მეორე ადგილი და ერთმა სპორტსმენმა მესამე ადგილი.
სოფელი ბუღაშენი – 12 მედალი, ორი სპორტსმენი გავიდა მეორე ადგილზე, კიდევ 10 სპორტსმენი გავიდა მესამე ადგილზე.
სოფელი ზაკვი – 8 მედალი, ერთმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა, სამმა სპორტსმენმა მეორე ადგილი და ოთხმა სპორტსმენმა მესამე ადგილი.
სოფელი თირკნა – 5 მედალი, ორმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი, ერთმა სპორტსმენმა მეორე ადგილი და კიდევ ორმა სპორტსმენმა მესამე ადგილი.
სოფელი გომანი – 4 მედალი, ერთმა სპორტსმენმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო სამმა სპორტსმენმა მესამე ადგილი.
სოფელი ბალხო – 3 მედალი, ერთმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა, ორმა სპორტსმენმა მესამე ადგილი.
სოფელი ორჯა – 2 მედალი, ორმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა.
სოფელი ხანდო – ერთმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა.
სოფელი ტურცხი – პირველი ადგილი ერთმა სპორტსმენმა დაიკავა.
მონაწილე 63 სპორტსმენიდან 12 გოგონა იყო.
ჩემპიონატი ახალქალაქის მერიის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით გაიმართა.