თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ამჟამად ორი სომხური ეკლესია მოქმედებს, მაგრამ, ქალაქში სეირნობისას, უმოქმედო, დანგრეული, მიტოვებული, განადგურების პირას, უძველესი ისტორიის მქონე ეკლესიებიც შეიმჩნევა და ამავდროულად ქართულ მართმადიდებლურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. ერთ-ერთი მათგანია შამხორეცოც კარმირ ავეტარანის ეკლესია.

საქართველოს სომხური ეპარქიის მონაცემებით, დავის საგანია 6 ეკლესია: თბილისში წმინდა მინას ერევანცოცის, წმინდა გევორგ მუგნის (მუგნუ მეც), შამხორეცოცის კარმირ ავეტარანი, სურბ ნშანი (სურბ ნიკოღაიოსი), ნორაშენის სურბ ასტვაწაწინი, ასევე ახალციხის სურბ ნშანი (სურბ ვარდანანცი). ბოლო დროს დიდი აურზაური მოჰყვა შამხორეცოცის კარმირ ავეტარანის ეკლესიას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ ეკლესიის განადგურების საფრთხის შესახებ. საზოგადო მოღვაწის ლევონ ჩიდილიანის აზრით, შამხორეცოც ეკლესიის გადარჩენა შესაძლებელია, თუკი ამ საკითხში სახელმწიფო „კეთილ ნებას“ გამოიჩენს.

karmir avetaran 6

აქვლაბარის მეტროსთან ახლოს, ფერისცვალება ქუჩის 21 მისამართზე, ახალი მშენებლობებით გარშემორტყმული შამხორეცოც კარმირ ავეტარანის ეკლესია მდებარეობს. შორიდან შეხედვისას, ფიქრადაც არ გაგდის, რომ მრავალი წლის წინ ამ ადგილას უდიდესი ეკლესია იყო აღმართული (საბჭოთა წლებში ეს იყო თბილისის ყველაზე დიდი ეკლესია, აღნიშნულია 40 მეტრის სიმაღლე).

დღეს ტაძრიდან დარჩენილია გაბზარული, ნახევრად დაგნრეული კედლები, მიწის ბორცვები, გამხმარი ბუჩქები და ძველი ბილიკები, სადაც რთულია გარკვევა რომელ მხარეს მიდიხარ და რომელ მხარეს აღმოჩნდები. დღეს ეკლესიის ბედი გაურკვეველია, მისი შენარჩუნებისთვის სახელმწიფო არავითარ ნაბიჯს არ მოიმოქმედებს, ამასთანავე, ეკლესიის სომხური მხარისთვის გადაცემას არ თანხმდება.

ეკლესიის შესახებ, რომელიც დავის საგნად იქცა, არის ბევრი საარქივო დოკუმენტი და მასალა, ქართული და სომხური მხარის მტკიცებულებები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც ეკლესიის ბედს უფრო ართულებს.

karmir avetaran 7

karmir avetaran 10

karmir avetaran 2

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარმირ ავეტარან შამხორეცოც ეკლესიის წარმომავლობის შესახებ მონაცემები იყოფა. საქართველოს სომხური ეპარქია ეკლესიის დაარსების თაარიღს 1735 წელს ასახებს, ხოლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 1840 წელს ასახელებს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, შამხორეცოციც დაიკეტა, ისევე როგორც თბილისის სხვა ეკლესიები. იმ წლებში ეკლესია გამოიყენებოდა სხვა მიზნებისთვის — ის საცხობად გადააკეთეს, შემდეგ კი საწყობად. 1980-იან წლებში აქ ქართული მხატვრების სტუდია იყო განთავსებული.

1989 წელს აპრილში ეკლესია გარკვეულ დონეზე დანგრეული იყო, სავარაუდოდ მიწისძვრის შედეგად (თუმცა საქართველოს სომხურ ეპარქიის ეს განზრახ ქმედებად მიაჩნია). აღსანიშნავია, რომ ეკლესიის საქართველოს სახელმწიფო ბალანსზე არსებობის გამო, საქართველოს სომხურ ეპარქიას კანონიერი უფლებები არ აქვს, რომ ეკლესიის დაცვა მოითხოვოს.

karmir avetaran 3

ნახევრადდანგრეული ეკლესიის ერთადერთ შენარჩუნებულ კედელთან 2016 წელს დაწყებული სამშენებლო სამუშაოები ისტორიისა და კულტურის ძეგლის ნაშთის სერიოზული საფრთხე გახდა. თავის დროზე საკითხმა საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია, მაგრამ დღეს ამ რაიონში უკვე მოქმედებს სასტუმრო, ეკლესიის გვერდზე გაიხსნა კაფე, ხოლო ეკლესიის კედლების ზემოაღნიშნული სასტუმროსთვის პარკირების ადგილისთვის გამოყენება დაიწყეს.

karmir avetaran 1

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) , რომელიც საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვით არის დაკავებული, თბილისში „სურბ ასვატაწაწინ შამხორეცოც“ სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხი განიხილა. TDI თვლის, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის უხეში დარღვევებით იქნა გაცემული. არსებული პრობლემა დემონსტრირებას უკეთებს სახელმწიფოს მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რომელიც რელიგიურ ღირებულებას წარმოადგენს.

karmir avetaran 4

karmir avetaran 5

ასევე შეგახსენებთ, რომ „საქართველოს სომხური სათვისტომო“ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გამოხატავს შეშფოთებას, რომ ახლო მომავალში ეკლესია საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იქნება.

„სურბ ასტვაწაწინ (წმინდა ღვთისმშობელი) შამხორეცოცის ან კარმირ ავეტარანის ეკლესია, რომელიც ერთ დროს თბილისში ყველაზე მაღალ გუმბათს წარმოადგენდა, მალე მიუწვდომელი და შენობებით გარშემორტყმული იქნება, რაც საშიშროებას იწვევს, რადგან მის აღდგენას ან მფლობელისთვის დაბრუნებას არავინ ცდილობს, სანამ საბოლოოდ არ დაინგრევა და თბილისის წმინდა მუგნის ეკლესიას არ დაემსგავსება, რომელიც ძლიერი წვიმების შედეგად საბოლოოდ დაინგრა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:

თბილისში წმინდა ასტვაცაცინ შამხორეცოცის ეკლესია განადგურების პირასაა</а>

karmir avetaran 8

karmir avetaran 9

2009 წელს საქართველოს სომხურმა ეპარქიამ სურბ ასტვაწაწინ შამხორეცოც და მათ შორის სხვა ეკლესიების საკითხით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მიმართა. ეკლესიის ეპარქიისთვის დაბრუნების თხოვნით საქართელოს სომხურმა ეპარქიამ 2012 წელსაც მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო 2015 წელს — საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

ამ თემაზე Jnews-ი საზოგადო მოღვაწეს ლევონ ჩიდილიანს ესაუბრა, რომელიც მიზეზების შესახებ შეხედულებები გამოხატა, რომლის მიხედვითაც დღეს ეკლესია არ რესტავრირდება და არ არის დაცული, ან რატომ არ გადაეცემა ეკლესია სომხურ მხარეს.

„მიზეზი ცნობილი, რადგან ჩვენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია უკვე დიდი ხანია მიმართავს სახელმწიფოს კომუნისტური საბჭოთა წლებში ჩამორთმეული ეკლესიების ეპარქიის საკუთრებად დაბრუნების თხოვნით. მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდება და საპასუხოდ ქართულმა ეკლესიამ ეს ეკლესიები საკამათო გამოაცხად, რომ ეს ეკლესიები არ იყო სომხური, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელს უშლის ამ ეკლესიების სომხურ სამოციქულო ეკლესიისთვის დაბრუნებას. როდესაც საქართველო დამოუკიდებლობა გახდა, ყველაფერი, რაც კომუნისტების დროს მართლმადიდებლურ ეკლესიას წაართვეს, მთლიანად დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ, კათოლიკეებს და სხვა რელიგიურ თემებს, დღემდე ბევრი რამ არ დაგვიბრუნებია და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ფარგლებში ეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან შესაძლოა სხვა რელიგიური თემებიდან მოთხოვნები გაჟღერდეს. ეს უთანხმოებაა ძირითადი მიზეზი იმისა, რაც დღეს უმოქმედო სომხური ეკლესიების გარშემო ხდება“.

karmir avetaran
ხოლო ჩვენს შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველოს სომხური ეპარქია ეკლესიის გადარჩენაში გადამწყვეტი როლის შესრულებას, ბატონმა ჩიდილიანმა გვიპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეკლესიის გადარჩენა შესაძლებელია, თუკი სახელმწიფო გამოიჩენს კეთილ ნებას“.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ეკლესიის ძველ ფოტოებს, რომლებიც საზოგადოებრივმა მოღვაწემ ლევინ ჩიდილიანმა გადმოგვცა.

karmir avetaran

karmir avetarann