სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის სფეროში.
როგორც სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, 2021-2022 წწ. მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესი რიგ შემთხვევებში „შეცდომით მიმდინარეობდა“. შედეგად, დაუმთავრებელი რჩება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ:
1) დაუმთავრებელია 2 ინფრასტრუქტურული ობიექტი ჯამური ღირებულებით 250,1 ათასი ლარი. კერძოდ, სოფლის კლუბისა და მაგისტრალური მილსადენის აღდგენა.
2) 2021-2022 წლებში ახალქალაქში მოეწყო „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი“, ჯამური ღირებულებით 38 ათასი ლარი, რომელიც დასრულდა, მაგრამ არ არის გამოყენებული და არ ფუნქციონირებს. პასუხისმგებელი პირის თქმით, ობიექტი უფუნქციოა, რადგან მოსახლეობა ქუჩის ვაჭრობის მიმართულებით სარგებლობს;
3) 2021-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გამოიყო თანხები 3 ობიექტის რეკონსტრუქციისთვის (სულ 48,1 ათასი ლარი), რაც საკმარისი არ იყო ობიექტების მშენებლობის დასასრულებლად. მათი დასრულება მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით იგეგმებოდა, მაგრამ ეს არ განხორციელდა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ობიექტების მშენებლობა/რეკონსტრუქცია მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა, მაგრამ მომდევნო წელს პრიორიტეტი შეიცვალა და სხვა ობიექტები მოითხოვეს.
ანგარიშის დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია:
„მუნიციპალიტეტმა არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა/რეკონსტრუქცია ჩაატარა მათი პროგრესის სათანადო დაგეგმვის გარეშე, შედეგად 5 ობიექტი დაუმთავრებელია, 1 კი უფუნქციო, რის გამოც საბოლოო შედეგი ვერ იქნა მიღწეული. აქედან გამომდინარე, ამ ობიექტების აღდგენისთვის გამოყოფილი 336,2 ათასი ლარი არაეფექტურად იხარჯება“.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეძენილი აქტივების განკარგვის კუთხითაც ხარვეზებით წარიმართა, კერძოდ:
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, პროექტების გამოუყენებლობის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური რესურსები გახდა. მუნიციპალიტეტს პროექტის რეალური საჭიროება, სავარაუდო ღირებულება, დაფინანსების წყარო უნდა დაედგინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეტარებინა საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები. გარდა ამისა, წარმოდგენილი არგუმენტი არ არის აქტუალური, ვინაიდან საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტს ჰქონდა თავისუფალი ნაშთის მნიშვნელოვანი ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო მითითებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ასაშენებლად; არსებობს რისკი, რომ დროთა განმავლობაში, საქონლის საბაზრო ღირებულებისა და, შესაბამისად, პროდუქციის ერთეულზე ფასების ცვლილების გამო, საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია შეეწინააღმდეგოს მიმდინარე ფასებს და კორექტირებაზე დამატებითი საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯოს.
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 85,6 ათასი ლარის სამშენებლო მასალა შეიძინა. მერიამ მასალების შესყიდვა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის ან/და წინა პერიოდში დაწყებული მშენებლობის გასაგრძელებლად დაგეგმა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის 4 სოფელში დაიგეგმა რეზერვუარების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ა.შ. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, მოსახლეობამ საჭირო სამუშაოები დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს და ამიტომ მასალები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გადაეცა.
2023 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, გადაცემული სამშენებლო მასალების უმეტესი ნაწილი საწყობში ჩაბარდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა 72,7 ათასი ლარის ღირებულების მასალები და არ დაასრულა დაგეგმილი სამუშაოები. მუნიციპალიტეტს პროექტის სრული განხორციელებისთვის შეძენილი მასალების ხარჯვასა და გამოყენებაზე შესაბამისი კონტროლის დაწესება მოეთხოვებოდა.
ანგარიშის დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია:
„აქტივების მართვაში არსებული კონტროლის მექანიზმების ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა სოფლებში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად შეძენილი საპროექტო აღრიცხვის დოკუმენტაცია გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა. გარდა ამისა, ვერ აირჩია სამუშაოს შესრულების შესაბამისი ფორმა. შედეგად მუნიციპალიტეტმა არაეფექტურად დახარჯა 199,8 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელების მიზანს“.
კიდევ რა ხარვეზები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის მუშაობაში, წაიკითხეთ შემდეგ მასალებში:
ახალქალაქის წყალმომარაგების სამიქნობა არ არის სრულყოფილი – სახელმწიფო აუდიტი
არაეფექტურად დახარჯული ასი ათასები — ახალქაალქში გამოვლენილი ხარვეზები