სოფელ კულიკამში ჯერ კიდევ არ არის ამბულატორია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის ნახევარში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამბულატორიის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი გამოყო და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობდა. მოსახლეობა იძულებულია სამედიცინო მომსახურება ქალაქში, ან სახლის პირობებში სოფლის მედდისგან მიიღოს.
შენობა, რომელიც სოფელმა ამბულატორიისთვის გამოყო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა არ მიიღო. სტანდარტების მიხედვით, ოთახი უნდა იყოს 17 მ2-ზე მეტი, რასაც ეს შენობა არ აკმაყოფილებდა. სოფლის სპეციალისტის ალიკ უზუნიანის თქმით, მათ ახალი, უფრო დიდი შენობა აირჩიეს და ჯერ კიდევ ჰოლდინგის შესამოწმებლად მოსვლას ელოდებიან.
„რამდენჯერმე მივმართეთ, სიახლე არ არის, ველოდებით, რა ვქნათ“, – კომენტარი გააკეთა სოფლის სპეციალისტმა ალიკ უზუნიანმა.
სოფელ კულიკამს საკუთარი მედდა ჰყავ, ის სოფლის მოსახლეობასთან სახლებში დადის ან მათ სახლში ღებულობს, მაგრამ სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების მოთხოვნილება დიდია, რადგან სახლში ყოველთვის არ არის მოსახერხებელი.
„რამე თუ დაგვჭირდა, ქალაქში მივდივართ. მაგალითად მე ძალიან მჭირდება. უმარტივეს შემთხვევაშიც თუ გრიპით ხარ ავად ან სიცხე გაქვს – პირველადი დახმარება არ არის, ქალაქში უნდა წახვიდე, წამლებიც ქალაქში უნდა იყიდო. ექთანი პატარა ბავშვებთან დადის, ან სახლში აცრებს უკეთებს. უფროსები იშვიათად იძახებენ და იშვიათად მიდიან სახლში, ცოტა მოუხერხებელია. მაგრამ ცალკე რომ იყოს, რა თქმა უნდა, წავიდოდით. მეძახის, არ მივდივარ“, – აღნიშნავს სოფლის მკვიდრი მირანიან გაიანე.
ერთი მხრივ, მედდა ოფიციალურად მუშაობს, მაგრამ მეორე მხრივ, მას არ აქვს სამუშაო ადგილი, რაც ზღუდავს როგორც მას, ასევე მის თანასოფლელებს, რომლებსაც მისი მომსახურება სჭირდებათ.
„მოხდარა ისე, რომ მომსახურება დაგვჭირდა, ადგილზე ვერ მივიღეთ, წავედით ქალაქში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა სოფელში რომ ყოფილიყო შესაძლებლობა. შეიძლება მოთოვოს, ვიღაცას მანქანა არ ჰყავს”,- აღნიშნავს სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები ღარიბიან საიათი.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა საქართველოს 8 რეგიონში, მათ შორის ახალქალაქში, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივად უნდა უზრუნველყოს. ჰოლდინგი ჯერ კიდევ 2022 წელს დაარსდა. 2023 წელს სოფლის ამბულატორიების ან მათი მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფოსთვის, შემდეგ კი ჰოლდინგისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობდა. გადაცემულია 13 ამბულატორია. მაგრამ ახალქალაქის სოფლებში პირველადი სამედიცინო პუნქტების მუშაობის საკითხში უკვე ორი წელია სხვა წინსვლა არ შეინიშნება.
ასევე წაიკითხეთ:
ჰოლდინგმა კულიკამის ამბულატორიისთვის ადგილი არ დაამტკიცა