შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს რესპუბლიკაში რეგისტრირებული დანაშაულების დონე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა.
წინა წლების მსგავსად, დანაშაულის გამოვლენის ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულების 64,87% საგამოძიებო ორგანოების მიერ გაიხსნა.
2023 წელს გაიზარდა სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი, ასევე გაიზარდა მსხვერპლის ნდობა პოლიციის მიმართ.
რაც შეეხება იძულებითი ქორწინების ფაქტებს, 2023 წელს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, რაც დიდწილად განპირობებულია ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობით.
2023 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემთხვევები შემცირდა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 178 შემთხვევა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 8,71%-ით შემცირდა. შემცირდა ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევები.
ქონებრივი დანაშაულის კლების ტენდენცია გრძელდება. შემცირდა ქურდობის შემთხვევები, მათ შორის ბინის ქურდობის.
პოლიციის მიერ ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ქმედითი სამართლებრივი პოლიტიკისა და შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულთან აქტიური ბრძოლის შედეგად ნარკოტიკების აღმოჩენების რაოდენობა გაიზარდა.
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცავების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენა 20,53%-ით გაიზარდა. დაფიქსირდა კიბერდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებლის ზრდაც, რაც 7,3%-ით მეტს შეადგენს.