ყარაბაღის მხარდასაჭერად, პლატფორმა „ევროპელები არცახისთვის“ ინიციატივით, 27 და 28 იანვარს ევროპის თოთხმეტი ქვეყნის ორმოცდაათზე მეტ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიებას ესწრებიან ევროპელი სომხები და ათობით ევროპული ორგანიზაცია, რომლებიც თავიანთ მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარუდგენენ ეროვნულ მთავრობებს და საერთოევროპულ მმართველ სტრუქტურებს, ღონისძიებას თბილისის სომხური სათვისტომოც შეუერთდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ გაიმართა აქცია შემდეგი მოთხოვნებით:
● ყარაბაღელი სომხების უფლებების დაცვა,
● სომეხი სამხედრო ტყვეების და მძევლების გათავისუფლება,
● სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა,
● აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღება.
ასევე აღვნიშნავთ, რომ არცახის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ოთხმა ფრაქციამ, „აზატ ჰაირენიკი“, „სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტუნი“, „არდარუთუნი“, „არცახის დემოკრატიული პარტია“, ღონისძიების მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნეს.
მიმართვაში, განსაკუთრებით ნათქვამია:
„ყველაფერს, რაც მოხდა 2020 წელს არცახში 44-დღიანი ომის დროს და 2023 წლის 19 სექტემბერს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობით, ერთი სახელი აქვს: თურქული კრიმინალური პროგრამების გაგრძელება, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში წარმოიშვა. 100 წლის წინ სომეხი ხალხის გენოციდის დაქვემდებარების ქმედებები დღესაც განმეორდა, მაგრამ ერთი უმნიშვნელო განსხვავებით, წამყვანი როლი აზერბაიჯანს დაეკისრა.
ათასწლიანი ისტორიის მქონე სომხური არცახი ყოველთვის განიცდიდა თავდასხმებს სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების მხრიდან, 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის პირობებში, 2020 წელს აზერბაიჯანულ-თურქული ძალების მხრიდან ომს წააწყდა, რომლებმაც ომი სექტემბერში დაიწყეს, 2023 წლის 9 თვიანი გენერალური ბლოკადისა და ამაზრზენი ტერორიზმის დროს მრავალი გაჭირვება, სექტემბერში ეთნიკური წმენდა განიცადა.
მიმდინარე გენოციდისა და მისი საფრთხის კონტექსტში 120 ათასი არცახელი სომეხი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და წინაპრების მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ქრისტიანული სიწმინდეები და საკუთარი სახლები.
ყარაბაღის მხარდასაჭერად დაგეგმილი ღონისძიებები ევროპის 14 ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში არის განსაკუთრებული იმპულსი, რომელიც ზემოთ აღწერილ კატასტროფულ პირობებს აღწერს. პლატფორმა/მოძრაობა „ევროპელები არცახისთვის“ მიერ ორგანიზებულმა კიდევ ერთმა ღონისძიებამ გააერთიანა ევროპაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ვისთვისაც ღარაბაღი მრავალი წელია შთაგონების წყაროა, ასობით ორგანიზაციასთან, რომლებიც წლებია მუშაობენ მაღალი და ყარაბაღის რეპუტაციის თვალსაჩინო საერთაშორისო დონის შესანარჩუნებლად.
ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვუერთდებით სამართლიანად ჩამოთვლილ მოწოდებებსა და მოთხოვნებს, რომლებიც თქვენი ქვეყნების მთავრობებისა და საერთოევროპული მმართველი სტრუქტურებისკენ არის მიმართული“.