უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართელომ, მისი ერთიანობის და დამოაუკიდებლობისათვის, საბედისწერო ომში იბრძოლა.

უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართელომ, მისი ერთიანობის და დამოაუკიდებლობისათვის,
საბედისწერო ომში იბრძოლა.

2008 წელს, აგვისტოს ომში საქართელომ 412 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა, ოსურმა მახარემ -365 ჯარის მოსამსახურე და მშვიდობიანი მოსახლე დაკარგა. რუსეთის ოფიციალური მონაცემების თანახმად, დაღუპულია 67 რუსი სამხედროს მოსამსახურე.

20,000 ადამიანი, რომელიც ქართულ სოფლებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო დასახლებული, დევნილებად დარჩა. საქართველომ, იმ 125 სოფლის ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა. რუსეთმა, სამხრეთ ოსეთი და აბხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა.

აგვისტოს ხუთდღიანი, ქართულოსურრუსულმა კონფლიკტმა უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა, და უკიდურესად შეცვალა ასობით ოჯახის ბედისწერა.

საქართელოს პარტნიორი ქვეყნების განცხადებები

რუსეთსაქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებების გამოცხადებით ლიტვამ, უკრაინამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის გაუაზრებულმა გაკვეთილმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოიწვია.

”12 წელი გავიდა, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განზრახ აგრესია განახორციელა. სამწუხაროდ, ამან არაფერი ასწავლა, და გამოიწვია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,”- წერს ლინკეევიჩი Twitter- ზე.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს 2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევას.

საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში, სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს. ამავე დროს, სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსული შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში მუდმივი ყოფნა და 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა, რომელიც 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დაიდო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს ტერიტორიებზე შესვლის დაბრკოლებას უქმნის.”- ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარდასაჭერად განცხადება Twitter– ზე გამოაქვეყნა.

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუმინეთი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.”- ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში ირწმუნება, რომ პარტნიორობა და თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება.

სლოვენია კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით მოუწოდებს” – ნათქვამია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში Twitter-ზე.

აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იხსენებს 2008 წლის ომის მძიმე შედეგებს: ”ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებისმუდმივისასაზღვროდა საქართველოს მოქალაქეების სისტემური დაკავებებისა და გატაცებების, მათი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვების, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროში უკიდურესად მძიმე რეალობა”.

კიევი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს ნაბიჯებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის დეფაქტოანექსიისკენარის მიმართული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა და სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგდასრულდეს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“.

უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გაიყვანოს ჯარები მისი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს შეუზღუდავი წვდომა ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და მონიტორინგის ორგანიზაციებთან.” – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.