„სამართლიანობის სოციალური ცენტრის“ ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 5 წლის განმავლობაში ფემიციდის 66 შემთხვევიდან 37 შემთხვევაში მსვერპლი ეროვნულად ქართველი იყო, 17 შემთხვევაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი, და მხოლოდ 4 შეთხვევაში ეთნიკურად სომეხი. Jnews-ი შეეცადა ენახა სომხური ფემიციდის სპეციფიკა და პრობლემები ჯავახეთის ოჯახებში.
2018-დან 2022 წლამდე საქართველოში ქალებზე მკვლელობოს ან მკვლელობის მცდელობის 183 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევებიდან 66 კვალიფიცირებული იყო, როგორც ფემიციდი. ზემოაღნიშნული 66 საქმიდან 34 შემთხვევაში დამნაშავე აღიარებული იყო. ფემიციდის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირებულია თბილისში (23 შემთხვევა) და ქვემო ქართლში (14 შემთხვევა). ამის შესახებ ნათქვამია „სამართლიანობის სოციალური ცენტრის“ ორგანიზაციის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის თანახმად, საქართველოში გენდერული სიძულვილის საფუძველზე ეთნიკური სომხების მკვლელობის შემთხვევები ნაკლებია, მსგავსი შემთხვევები მაინც დაფიქსირდა.
“ხალხი არ ერევა, როდესაც სხვადასხვა სახის ძალადობა ხდება, რეაქცია ძალადობაზე არ არის. ეს ყველაფერი სომხური მენტალიტეტიდან, გავრცელებული სტერეოტიპებიდან, აზროვნებიდან მოდის. არსებობს ძალადობის 4 ტიპი, ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ემოციური ძალადობა. ქალები ხშირად მამაკაცის მიმართ ემოციურ ძალადობას მიმართავენ, რადგან სომხებში ოჯახებს ძირითადად მამაკაცები ინახავენ, რომლებმაც ყველაფერი უნდა უზრუნველყონ. ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვანოს ფიზიკურ ძალადობამდე და შესაძლოა ფემიციდ-მკვლელობამდე”, – ამბობს მოხალისე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი ლილით კარაპეტიანი.
ლილითი მიიჩნევს, რომ სტატისტიკაში დაფიქსირებულზე მეტი რეალური შემთხვევაა. ხშირად ძალადობის მსხვერპლნი არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის მენტალიტეტის გამო. მეორე მხრივ, ის საქართველოს სომხებში ფემიციდების შედარებით ნაკლებ რაოდენობას შემდეგი მიზეზებით ხსნის.
„სომეხი ქალები ფსიქოლოგიურ ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას უძლებენ, ამიტომ ეს არ იწვევს სიკვდილს. სხვა ეროვნების წარმომადგენლები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, საუბრობენ ამაზე, განქორწინდებიან. შედეგად, მამაკაცი, რომელიც არ აღიარებს, რომ ქალს შეუძლია წასვლა, და მან შეიძლება შვილები დაკარგოს, უკიდურეს ნაბიჯებს მიმართავენ, ხშირად საზოგადოებრივ ადგილებში ფემიციდს, როგორც ეს შარშან მოხდა. მაგალითად, ავტობუსში მკვლელობის შემთხვევა“, – ამბობს ის.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში დაფიქსირდა ქალის 13 მკვლელობა, რაც 2022 წლისგან განსხვავებით 54%-ით აღემატება ქალთა მკვლელობის მცდელობის მონაცემებს და ფემიციდის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის მსხვერპლთა ასაკი 18-დან 60 წლამდე მერყეობს, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-დან 40 წლამდე კატეგორიაში ფიქსირდება (28 შემთხვევა). მონაცემებმა ასევე დაადგინა, რომ მსხვერპლი და ფემიციდის ბრალდებულები უმეტეს შემთხვევაში მეუღლეები ან ყოფილი მეუღლეები არიან.
ლილითის თქმით, ქალები უფრო ხშირად იწყებენ განქორწინებას, თუმცა ამ საკითხზე მკაფიო სტატისტიკა არ არსებობს, იმის გამო, რომ ხშირად არიან წყვილები, რომლებიც ოფიციალურად არ აფორმებენ ქორწინებას.
„ხშირად მაშინაც კი, როცა ძალადობის შედეგად მომმართავენ, საკითხს ისე ვწყვეტთ, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს, რადგან ჩვენს ქალებს მათი ქმრისა და მისი ნათესავების მხრიდან შედეგების და ქმედებების ეშინიათ, საქმე სასამართლომდეც რომ მივიდეს და ქმარს 4 თვით პატიმრობაც რომ ჰქონდეს, მერე გამოდის და ამან შეიძლება გამოიწვიოს ცემა, ძალადობა და ფემიციდი. დროთა განმავლობაში ქალი ეჩვევა ძალადობას, თუ ოჯახში ძალადობაა, ოჯახურ საქმეებში ვერავინ ჩაერევა, არც მეზობლები, არც ახლობლები, რადგან მენტალიტეტიდან გამომდინარე, თითოეული ადამიანის ოჯახი მისი პირადი საქმეა“, – ამბობს ის.
თუმცა ჯავახეთსაც აქვს თავისი თავისებურებები ოჯახურ უთანხმოებებში, რომლებიც ხოფანის შედეგია.
“საქმის ერთი ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეხება ქალებს, რომლებიც შორდებიან ქმრებს, რომლებიც ძალიან ცოტა დროს ატარებენ ოჯახში, მიდიან სამსახურში და არ ბრუნდებიან. ამის გამო წარმოიქმნება ოჯახში კონფლიქტები, მათ არ ესმით ერთმანეთის, ხშირია ეჭვიანობის შემთხვევები, ქმრები არ ენდობიან ცოლებს. სახლში დაბრუნებამდე ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ ძალადობას ერწყმის, შემდეგ ფიზიკურ ძალადობასა და განქორწინებაში გადადის. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ განქორწინებული ადამიანების უმეტესობას ჰყავთ შვილები, ანუ თუ ადრე არ შორდებოდნენ იმიტომ, რომ არ სურდათ ბავშვებისთვის ზიანის მიყენება, ახლა ეს აღარ არის გამართლება ან დაბრკოლება განქორწინებისთვის.“
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის უახლესი ეროვნული კვლევის მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ქალების 18.2%-მა ქალთა მიმართ ძალადობის გარკვეული ფორმა განიცადა. ძალადობის გავრცელებულობა მთელი ცხოვრების მანძილზე უფრო მაღალია, ქალების 50.1%-ს მაინც გამოუცდია ქალთა მიმართ ძალადობის ერთი ფორმა. გარდა ამისა, ქალების 26.5%-მა ცხოვრების განმავლობაში პარტნიორის მხრიდან ოდესმე მაინც განიცდიდა ძალადობა. ხშირ შემთხვევაში, ქალები განიცდიან ძალადობის ერთზე მეტ ფორმას.
სახელმწიფო დონეზე არსებობს ფემიციდის პრევენციული მექანიზმები, მაგალითად, დამცავი, ამკრძალავი სასამართლო ორდერები, დამრღვევთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემები, დამნაშავეთა ქცევის კორექტირების პროგრამები, 112 მობილური აპლიკაცია გააქტიურებული ჩატით და SOS-ღილაკის ფუნქცია… კანონმდებლობით ძალადობის მიზეზების შესწავლა განიხილება, როგორც პრევენციული მექანიზმი, კვლევა, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება, დამნაშავის პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მსხვერპლთა სამართლებრივი გარანტიები და ა.შ. მექანიზმები ხშირად არ გამოიყენება ან მოქმედებს დაგვიანებით და არაეფექტურია.