საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის სხდომის გახსნის პარალელურად, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ სამ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერა ხელი.
პირველი დოკუმენტი არის, განცხადება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ, რადგან ისინი გაყალბებულია. იგივე დოკუმენტი შეიცავს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს, მათ შორის ხელახალი არჩევნების დანიშვნას;
მეორე დოკუმენტი არის, ოპოზიციური პარტიების განცხადებები, რომლებმაც ადგილები პარლამენტში არჩევნების შედეგების საფუძველზე მიიღეს, დეპუტატობის მანდატზე უარის თქმის შესახებ;
მესამე დოკუმენტი არის მიმართვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას თხოვნით, “გახსნას პარტიული სიები”.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შემგედმა პარტიებმა: “ლელო საქართველოსთვის”, “ევროპული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “აღმაშენებლის სტრატეგია” და ლეიბორისტული პარტია. ხელმოწერაში მონაწილეობა არ მიუღიათ “გირჩის”, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებს” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს.