სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 3 გზის მოასფალტება მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 5 452 596 ლარია. სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ამ პროექტების განსახორციელებლად თანხის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
სატენდერო კონკურსის დასრულების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ შემდეგი გზების მოასფალტება დაიწყება:
ფოკა-ვლადიმიროვკას გზის მოასფალტება ორწლიანი პროექტია (2024-2025წწ). სამუშაოები 2024 და 2025 წლებში 10 კვირის განმავლობაში განხორციელდება. ასფალტის გზის საერთო სიგრძე 2,65 კმ-ია.
ჟდანოვაკანი-სამების და სოფელ სათხაში ბეტონის გზა დაუგება, საერთო სიგრძით 4143 მ.