13.01.2024
ნახვები: 229 |
ავტორი: Gayane Akojyan
ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კვალიფიცირებული მოქალაქეები მთელი წლის განმავლობაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ სრულად დაფინანსებულ მედიკამენტებს მიიღებენ.
პროგრამა მოიცავს მედიკამენტების დაფინანსებას შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ:
-
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები,
- ფილტვების ქრონიკული დაავადებები
- ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები,
- დიაბეტის მე-2 ტიპი
- პარკინსონის დაავადება
- ეპილეფსია
წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ:
- სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000 ქულას),
- პენდიონერები,
- ვეტერანები,
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (უნარშეზღუდული ბავშვები, მძიმე ან მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები),
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.