ჯავახეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში ყველაზე მეტი პენსიონერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია. სტატისტიკის ანალიზის მიხედვით, პენსიონერთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ასაკობრივი პენსიით.
სამცხე-ჯავახეთში 2023 წლის იანვარში 33 928 პენსიონერი იყო. 6 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი პენსიონერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია – 9094 ადამიანი. პენსიონერთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია ახალციხის მუნიციპალიტეტი – 8170 ადამიანი. შემდეგ ვითარდება შემდეგნაირადა:
– ბორჯომის მუნიციპალიტეტში 6416 პენსიონერი;
– ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 4484 ადამიანი;
– ადიგენის მუნიციპალიტეტში 3612 პენსიონერი;
– ასპინძის მუნიციპალიტეტში – 2152 კაცი.
პენსიონერთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 2022 და 2023 წლებში, როდესაც უკვე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პენსიის გაცემა დაიწყო, 2022 წლის 14 მაისს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ (№237).
სააგენტოს მონაცემები უცხო ქვეყნის მოქალაქეების პენსიონერების შესახებ ცალკე სტატისტიკას არ იძლევა, მაგრამ შეიცავს ცალკე სტატისტიკას მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პენსიონერების შესახებ, რომლებიც ზოგადად ასაკობრივ პენსიონერებზე ბევრად ნაკლებია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარში 9094 პენსიონერიდან მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით პენსია 7926 ადამიანმა მიიღო. 1168 პენსიონერი მაღალმთიანი სტატუსით არ სარგებლობს. მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების მოქალაქეა, რომლებიც პენსიას მუდმივი ბინადრობის ნებართვით იღებენ, ვინაიდან ადგილობრივი მოქალაქეები ძირითადად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსით სარგებლობენ.
2022 წლის იანვარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პენსიონერთა რაოდენობა 8 365 ადამიანს შეადგენდა. 2023 წელთან შედარებით 729 ადამიანით ნაკლებია. აქედან მაღალი პენსია, ანუ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით 7557 ადამიანმა მიიღო. 2023 წლის იანვართან შედარებით 369-ით ნაკლები იყო. 2022 წლის იანვარში 808 ადამიანმა არ მიიღო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების დანამატი (სტატუსის მქონე).
2021 წლის იანვარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პენსიონერთა რაოდენობამ 7839 ადამიანი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 526 ადამიანით ნაკლები იყო. მაშინ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით პენსია 7496 ადამიანმა მიიღო, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით მხოლოდ 61 ადამიანით იყო ნაკლები. მაღალმთიანობის დანამატი 343 ადამიანმა არ მიიღო.
2020 წლის იანვარში ახალქალაქში 7581 პენსიონერი იყო, საიდანაც მაღალი პენსია, მაღალმთიანობის შეღავათის დანამატი 7319 ადამიანმა მიიღო. სტატუსით არ ისარგებლა მხოლოდ 262 ადამიანმა.
2019 წლის იანვარში ახალქალაქში პენსია 7 602-მა ადამიანმა მიიღო, მათგან მაღალმთიანი სტატუსი 7 327 ჰქონდა, ხოლო პენსიის მაღალმთიანობის დანამატი მხოლოდ 275-ს არ მიუღია
2018 წლის იანვარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პენსია 7 381 ადამიანმა მიიღო, საიდანაც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი ჰქონდა 7 089, მაშინ მაღალმთიანობის დანამატი მხოლოდ 292 ადამიანმა ვერ მიიღო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023 წლის იანვარში სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით 4484 პენსიონერი იყო, საიდანაც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით პენსია 3944 ადამიანმა მიიღო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანობის რეგიონის სტატუსის გარეშე პენსია 540 ადამიანმა მიიღო. მათი უმეტესობა, როგორც ჩანს, ბინადრობის ნებართვის მქონე პენსიონერია.
2022 წლის იანვარში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 4082 პენსიონერი იყო, 2023 წლის იანვართან შედარებით 402-ით ნაკლები. 2022 წლის იანვარში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი სტატუსის მქონე პენსიონერთა რაოდენობამ 3647 ადამიანი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 297 ადამიანით ნაკლებია. სტატუსით არ ისარგებლა 435 ადამიანმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2021 წლის იანვარში 3952 პენსიონერი იყო, 2022 წლის იანვართან შედარებით 130 ადამიანით ნაკლები, საიდანაც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით პენსია 3574 ადამიანმა მიიღო, რაც მომდევნო 2022 წელთან შედარებით 73 ადამიანით ნაკლები იყო. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსით კუთვნილი დანამატი 378 ადამიანს არ მიუღია.
2020 წლის იანვარში ნინოწმინდაში 3738 პენსიონერი იყო, საიდანაც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 3492, ხოლო 246 ადამიანმა საბაზისო პენსია მიიღო.
2019 წლის იანვარში ნინოწმინდაში პენსია 3742 ადამიანმა მიიღო, 3499 ადამიანმა მიიღო მაღალმთიანობის დანამატი, ხოლო 243 ადამიანმა საბაზისო პენსია.
2018 წლის იანვარში ნინოწმინდაში 3672 პენსიონერი იყო, საიდანაც 3455 ადამიანმა პენსია დანამატით მიიღო, დანამატის გარეშე კი დანარჩენმა 217 ადამიანმა.