დღეს ახალქალაქში ახალ წელს აღნიშნავენ.
საახალწლო დეკორაციები, სახლები, სადაც არის ცხელი გლინტვეინი, ჩაი, ყავა, სწრაფი კვება. ახალქალაქში დღის პირველ ნახევარში მოსახლეობას საახალწლო საჩუქრები და ხელნაკეთი ნივთები ელოდებოდათ. ღონისძიება ხას ბახჩას პარკში და მიმდებარე ქუჩაზე ტარდება. ბავშვებს მიკისთან და მინი მაუსთან, ლოლიპოპებთან და თოვლის ბაბუასთან სხვადასხვა ფოტო ზონაში სურათების გადაღება შეეძლოთ. შემდეგ დაიწყო კონცერტი, რომელზეც ადგილობრივი არტისტები წარდგნენ. მოსახლეობის წინაშე წარდგნენ ანსამბლები „ჯავახკი“ და „მურჯი“, იმღერეს აშუღის სკოლამ, მედოლეებმა და მომღერლებმა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრში ცოტა ხალხი იყო, ამის მიზეზი უამინდობა იყო. იმის გამო, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარია და გზები თოვლით არის დაფარული, სოფლის მცხოვრებლებს გზაში დარჩენის ეშინიათ.
ღონისძიებაზე დამსწრე ახალქალაქის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ ახალქალაქელებს. დღეს 25 დეკემბერს გვაქვს საახალწლო ღონისძიება. ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიყვარულს და ერთობას. ყველა სურვილის და მიზნის ასრულებას გისურვებთ“, – თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.