Jnews-მა მოსკოვიდან ვლადიმერ (ლადო) ოხოტნიკოვის წარმომადგენლებისგან წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის „ცილისწამებისთვის“ სასამართლოში სარჩელის შეტანას და სხვა საინფორმაციო საიტიდან გადაბეჭდილი მასალისთვის „მიყენებული მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის“ მოითხოვენ.
28 ნოემბერს Jnews-ის რედაქტორებმა ელექრტონული წერილი მიიღეს, ხოლო 8 დეკემბერს მოსკოვიდან ფოსტით სვეტლანა არხიპოვასგან, „ვლადიმერ (ლადო) ოხოტნიკოვის ოფიციალური წარმომადგენლისგან, Meta Force-ის დამფუძნებლის და მფლობელისგან – გლობალური DeFi – პლატფორმისგან, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა”.
წერილთან ერთად გაიგზავნა 2022 წლის 2 აგვისტოს Jnews-ზე გამოქვეყნებული მასალის სკრინშოტი აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ ჩატარებული პირამიდის თაღლითური საქმის შესახებ. მაშინ მასალა ეხებოდა SEC-ს, რომელიც აბრალებდა 11 პირს, რომლებმაც 300 მილიონი დოლარი შეაგროვეს თაღლითური პირამიდის სქემის შექმნით და პროპაგანდით, სახელწოდებით „Forsage“ კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით. მასალა გადაბეჭდილია საინფორმაციო პორტალიდან netgazeti.ge, ვინაიდან ერთ-ერთი ბრალდებულის სახელი საქართველოსთან იყო დაკავშირებული, ვლადიმერ (ლადო) ოხოტნიკოვი საქართველოში ცხოვრობდა. ჯავახეთში მოსახლეობა დამორჩილდა ონლაინ ფულის პირამიდების შეთავაზებას და ფულს კარგავდა და ეს იყო 2022 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნავდა და სურდა იმის ჩვენება, რომ ფულის პირამიდები თაღლითობაა და დასჯადია, გარდა საკუთარი ექსკლუზიური მასალის დამზადებისა, ზოგჯერ ამ თემაზე სხვა ადამიანების მასალებსაც აქვეყნებდა, წყაროს საავტორო უფლებების დარღვევის გარეშე.
Tesla Video Media-ს მომხმარებლების რაოდენობას შორის ახალქალაქი პირველ ადგილს იკავებს
Tesla Video Media-ს მომხმარებლების თანხა დაიკარგა- ავთანდილ კუჩავა
ფინანსური პირამიდები და ახალქალაქის კარტოფილი
სტატია, რომლის საფუძველზეც ლადო ოხოტნიკოვს Jnews-ს სასამართლოში უჩივლება სურს, რუსულად გამოქვეყნდა, რომელსაც შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
მასალაში ნათქვამია, რომ თაღლითური ფულის პირამიდის შექმნისა და ხელშეწყობის გამო 11 პირს წაუყენეს ბრალდება. უფრო მეტი, მასალა ხელახლა დაიბეჭდა და შეიცავდა თავდაპირველ წყაროს მიერ შეგროვებულ მონაცემებს (netgazeti.ge-ს რედაქტორი რუსეთში დაბლოკილია).
ოხოტნიკოვის წარმომადგენლის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მედიამ ოხოტნიკოვის ბრალეულობის მტკიცებულებები წარმოვადგინეთ.
„გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და ეხება პიროვნების პატივს, ღირსებას და პროფესიულ რეპუტაციას. თუმცა, თქვენ არ წარმოგიდგენიათ ამ ინფორმაციის სანდოობის დამადასტურებელი საბუთი. გთხოვთ, მომაწოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი და სხვა მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა დასკვნები, რომელიც შეიცავს თქვენს ვებგვერდზე განთავსებულ პუბლიკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში პუბლიკაციის სასამართლომდელ მოხსნას მოვითხოვ“, – წერს სვეტლანა არხიპოვა პირველ წერილში.
ამ თემის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის არქონის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკრეტულად ოხოტნიკოვის თემა Jnews-ის მკითხველის ინტერესებში არ შედის, ჩვენ არ მივყევით ამ საქმის შედეგს. ჩვენს პასუხზე, რომ მასალა ხელახლა დაიბეჭდა ორიგინალური წყაროს საავტორო უფლებების დარღვევის გარეშე, ასევე კითხვაზე, გამართლდა თუ არა ოხოტნიკოვი, წარმომადგენელმა გვიპასუხა:
“სტატია განთავსებულია თქვენს ვებსაიტზე. ჩვენ აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, რომ ის არის კოპი-პასტი, საიდანაც არ უნდა იყოს. ტექსტი განთავსებულია თქვენი მედიის ვებსაიტზე. ის იქ დარჩება მაშინაც კი, როდესაც ჰიპერბმული შეწყვეტს აქტიურობას. (…) თქვენი შეკითხვა “როგორ დასრულდა ეს საქმე, ოხოტნიკოვი გაამართლეს?” უცნაურად გამოიყურება. თქვენ, როგორც ჟურნალისტებმა, უნდა იცოდეთ იმ თემის განვითარება, რომლის გაშუქებაც დაიწყეთ. განა შეწყვიტა ამან საქართველოზე ზემოქმედება?“ – წერს სვეტლანა არქიპოვა.
ჩვენი პასუხის შემდეგ მან აღნიშნა: ”ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება თქვენთვის სარჩელის პროექტის გაგზავნა და სარჩელის შეტანა.”
Jnews-ი აცხადებს, რომ დიდად აფასებს და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმის, საქართველოს ჟურნალისტიკაში ეთიკის ქარტიის პრინციპებისა და ჟურნალისტური ეთიკის საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. Jnews-ი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ინფორმაციაზე, რომელიც გამოქვეყნდა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ 2022 წლის 1 აგვისტოს, შემდეგ ინტერპრეტირებულია სხვა მედიების მიერ. არ აქვს ინტერესი დაამტკიცოს იმ პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა, რომელიც ბრალდებულის სახით აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მხრიდან იყო.