ბელგიელი სომეხი ბიზნესმენი საქართველოს ტურისტული სექტორის აღდგენაში თავის წვლილს შეიტანს. სომეხი ბიზნესმენი თბილისში ცნობილი კალანტარიანების საგვარეულოდანაა. ის ევროპის შუაგულში მარკეტინგის კვალიფიცირებულ სპეციალისტად ითვლება, აქტიურად არის ჩართული ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, ქართული და სომხური საზოგადოების სტრუქტურებში. ოფიციალურად, დღეიდან ის ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულად ითვლება.
საქართველოს ისტორიაში უცხოელი-სომეხი საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობას პირველად ღებულობს. იანიკ კალანტარიანი, ბელგიის სომხური დიასპორის აქტიური მოღვაწე და ცნობილი ბიზნესმენი, ბრიუსელში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა. ის თბილისის ცნობილი კალანტაროვების ოჯახიდან არის, რომელმაც დედაქალაქის კულტურაში, ვაჭრობასა და ინდუსტრიაში დიდი წვლილი შეიტანა. «რადიოლურთან» საუბრისას იანიკ კალანტარიანი ამბობს, რომ მუდამ ამაყობდა იმით, რომ იყო სომეხი, ფესვებით საქართველოდან.
საქართველოსთან მას მუდამ მჭიდრო კავშირი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა და გაიზარდა ბელგიაში, პირველად ის საქართველოში საბჭოთა წლებში ჩამოვიდა. დღეს მისმა სამეწარმეო საქმიანობამ საქართველოს მოაღწია. კალანტარიანი ამბობს, რომ საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობაზე ყველაფერს გააკეთებს საქართველოში მრავალრიცხოვანი ტურისტებისა და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.
«უთუოდ, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მოხარული ვიქნები, თუ 1 ივლისს შევძლებ საქართველოში დასასვენებლად ჩასვლას. გასული წლიდან ბრიუსელი-თბილისის, ქუთაისის მიმართულებით და საპირისპიროდ, პირდაპირი რეისები მოქმედებს».
ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროპელებს საქართველოში წასვლა უნდათ, საყოველთაო ვირუსის შემდეგ მზად არიან გამგზავრებისათვის, განსაკუთრებით კი ესტუმრონ იმ ქვეყანას, რომელმაც ამჟამად კორონავირუსის პანდემია წარმატებით გადალახა. ეს არის სტაბილური, უსაფრთხო, განვითარებული და განსაკუთრებით მისი მრავალფეროვნებით საინტერესო ქვეყანა ტურისტებისათვის.
«ჩემი მეგობრები უკვე ახლა მეკითხებიან, იანიკ ჯან, შეგიძლია დაგვეხმარო საქართველოში ჩავიდეთ? საქართველო უკვე პირველი ტურისტების მისაღებად ემზადება».
ამავდროულად, კალანტარიანი კავშირებს სომხეთთანაც არ წყვეტს. მან საფუძველი ჩაუყარა სომხურ-ბელგიურ სავაჭრო-სამეწარმეო პალატას ბრიუსელში და ფონდ «აზნავურთან» ერთად სხვადასხვა პროგრამის რეალიზებას ახდენს.
ის ფიქრობს, რომ სომხეთი და საქართველო ტურსიტების გაცვლით პროგრამაზე უნდა გადავიდნენ. «ევროპელებს გაუადვილდებათ ორი უძველესი ქვეყნის ერთდროულად ნახვა».
კალანტარიანის დიდი ბაბუა თბილისში ცნობილი ნავთობმრეწველი იყო, რომელიც გულბენკიანთან და მანთაშოვთან ერთად მუშაობდა. კალანტაროვის ლეგენდარული სახლი დღესდღეობით ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია თბილისის სოლოლაკის რაიონში, ეს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
ამბობენ, რომ, როდესაც ნავთობმეწარმე მიხაილ კალანტაროვმა ოპერის მომღერალზე გადაწყვიტა დაქორწინება, ქალმა მას პირობა წაუყენა, რომ ოპერის თაეტრის შენობის მსგავსი სახლის აეშენებინა. სახლი იმ დროისათვის ნიჭიერმა არქიტექტორმა, ღაზაროს სარგსიანმა ააშენა.
იანიკ კალანტარიანი ამბობს, რომ მამამისის ოცნება იყო ბაბუას სახლში დაბრუნება, მაგრამ ეს საბჭოთა წლებში შეუძლებელი იყო. დღეს კალანტაროვების სახლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობების სიაშია.
«სახლი ჩემს ოჯახს არ ეკუთვნის, მაგრამ მოხარული ვიქნებოდი შემეძინა ის. მომავალში, თუკი მექნება ამის შესაძლებლობა, მზად ვარ შევისყიდო».
კალანტაროვებმა საქართველო მე-20 საუკუნის დასაწყისში დატოვეს. იანიკ კალანტარიანი ამბობს, რომ მათ ოჯახის მემკვიდრეობიდან არაფერი მიუღიათ. ევროპაში ისინი მდიდრები აღარ ყოფილან, თუმცა მათ კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული.
«ჩემი ბებია და ბაბუა განათლებულები იყვნენ, ისინი თავადები იყვნენ, საუბრობდნენ გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ასევე ქართულ და სომხურ ენებზე. ვწუხვარ, რომ არ ვიცი ქართული და სომხური ენები, როდესაც პატარა ვიყავი, მხოლოდ ფრანგულად მესაუბრებოდნენ».
სომხურ-ქართული ურთიერთობა ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულის უფლებამოსილებაში არ შედის, მაგრამ იანიკ კალანტარიანი ამბობს, რომ მათ გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს.
მალასა სომხეთის საზოგადოებრივი რაიოდან არის გადაბეჭდილი