ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მთავარი ფინანასური დოკუმენტის შემუშევა პროცესშია. 2024 წლის ბიუჯეტი იმავე პრიორიტეტებს შეიცავს, რომლებიც 2023 წელს იყო, ახალი პუნქტის გამოკლებით – “სამოქალაქო ბიუჯეტირება”. Jnews-მა ნახა, რა არის მოსალოდნელი ახალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რა შეიცვალა, ხოლო რა დარჩა ძველებურად.
საერთო ჯამში ახალქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1,5 მილიონი ლარზე მეტით გაიზარდა. თუკი მიმდინარე წელს მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლები 17 130 000 ლარს შეადგენდა, მომავალ წელს 18 659 400 ლარია დაგეგმილი. შემოსავლები შეადგენილია გრანტებისგან, საგადასახადო შემოსავლებისგან, არასაგადასახადო შემოსავლებისა და არასაფინანსო აქტივებისგან.
რაც შეეხება დანახარჯებს, ბიუჯეტის დანახარჯების ნაწილი 24 677 079 ლარზეა დაგეგმილი, რაც მიმდინარე 2023 წელთან შედარებით გაიზარდა – 21 873 427 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილი 6 მლნ. ლარით აღემატება საშემოსავლო ნაწილს.
დანახარჯების საერთო თანხიდან საკრებულოს არსებობაზე 1 369 140 ლარი იქნება გამოყოფილი, რაც ასევე გაიზარდა 61 460 ლარით. ამ თანხის უმეტესი ნაწილი გამოყოფილია ხელფასებზე – 900 000 ლარი (2023 წელს 807 150 ლარი). ხელფასების დანამატი (პრემია) ასევე გაიზარდა 18 350-დან 30 000 ლარამდე. მომავალ წელს ხელშეკრულებების მიხედვით ხელფასები 73 600-დან 84 000 ლარამდე გაიზარდა.
ახალქალაქის მერიისთვის საერთო ჯამში გამოყოფილია 247 209 ლარზე ნაკლები, ვიდრე შარშან, 2024 წელს მერიის დანახარჯებისთვის გათვალისწინებულია 3 980 948 ლარი (2023 წელს 4 228 157,15 ლარი ). ცალკე “შრომის ანაზღაურების” პუნქტზე გამოყოფილი იქნება 264 000 ლარით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს.
ხელშეკრულების მიხედვით მომუშავეების ხელფასი 1 243 999 ლარიდან 1 375 000 ლარამდე გაიზარდა. სარეზერვო ფონდი 250 000 ლარამდე გაიზარდა (2023 წელს ფონდი 139 122,50 ლარს შეადგენდა).
მერიის დაფინანსების საერთო შემცირება არაფინანსური აქტივების დანახარჯების 600 000 ლარით შემცირების ხარჯზე შეინიშნება. აღნიშნულ არაფინანსურ აქტივებში მიმდინარე წელს შევიდა სპეცტექნიკის, ნაგვის ურნებუს, საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და ა.შ. შეძენა.
ბიუჯეტიდან სპორტული, ახალგაზრდული, ჯანმრთელობისა და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაზე გამოყოფილია 311 980 ლარი, რაც მიმდინარე 2023 წლის თანხაზე ნაკლებია ((41 4402,2 ლარი ). უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ქალაქ ახალქალაქის დღის თანხა – 50 000 ლარი (2023 წელს გამოყოფილი იყო 35 000 ლარი). საახალწლო დღესასწაულის ორგანიზაციის თანხა იგივე რჩება – 60 000 ლარი. საუკეთესო მომუშავეების, სპორტსმენებისა და სამხატვრო სკოლის მონაწილეების დაჯილდოებისათვის გამოყოფილია 20 000 ლარი (2023 წელს თანხა 14094,2 ლარს შეადგენდა).
2024 წლის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 2,3 მლნ ლარია გამოყოფილი, უფრო მეტი, ვიდრე 2023 წელს. ამ დანახარჯებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია 11 557 711 ლარის (2023 წელს 9 258 195,2 ლარი იყო) გამოყოფა. ამ თანხაში შედის ქუჩების და გზების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა, წყალმომარაგება, გარე განათება, სერვისცენტრის სამუშაო, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ა.შ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის ორგანიზაციის ბიუჯეტიც გაიზარდა და 5 465 450 ლარს შეადგენს (2023 წელს 4 591 905, 8 ლარი იყო). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ორგანიზაციის ბიუჯეტი არ გაზრდილა, მაგალითად 3 ორგანიზაციის ბიუჯეტიდან გამოყოფილია ნაკლები ფინანსი, ვიდრე მიმდინარე წელს. დანარჩენ შემთხვევებში ორგანიზაციის ბიუჯეტი გაიზარდა. ახალქალაქის საცურაო აუზის ბიუჯეტი 248000 ლარიდან (2023 წელს) შემცირდა 217000 ლარამდე. საცურაო აუზს საკუთარი შემოსავალი სულ რაღაც 10 000 ლარი აქვს და ხშირად გამოდის მწყობრიდან და ყოველი გაწმენდითი სამუშაოს შემდეგ რამდენიმე თვე არ მუშაობს.
– კლუბების გაერთიანება ბიუჯეტოდან 209 000 ლარს მიიღებს, 2023 წელს გაერთიანების ბიუჯეტი 234 000 ლარს შეადგენდა. საკუთარი შემისავალი 8000 ლარს შეადგენს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კლუბების დიდი ნაწილი საშინელ მდგომარეობაშია და არ მოქმედებს.
– ადგილობრივი ისტორიული მუზეუმი 2024 წელს ბიუჯეტიდან 62 500 ლარს მიიღებს. 2023 წელს ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი 65 000 ლარს შეადგენა, საკუთარი შემოსავალი კი 500 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, როგორც ყოველ წელს, დაფინანსება 4 მედიასაშუალებას ეთმობა. ადგილობრივი ტელევიზიისთვის ATV-12 45 000 ლარია გათვალისწინებული, ისევე როგორც შარშან, ონლაინ გამოცემა Expressnews-ი 3 000 ლარს მიიღებს (იგივე თანხა იყო შარშან), გაზეთი “ვრასტანი” – 4900 ლარს (იგივე იყო შარშან) და ონლაინგამოცემა GUARDIAN.ge შარშანდელთან შედარებით 4850 ლარით მეტს მიიღებს (2023 წელს მუნიციპალიტეტმა ამ მედიასაშუალებას 5000 ლარი გამოუყო).
ხალქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში დანახარჯების ახალი პუნქტის შესახებ წაიკითხეთ მასალაში:
2024 წლის ბიუჯეტის პროექტში “სამოქალაქო ბიუჯეტის” პუნქტი შეიტანეს