2023-2024 სასწავლო წელს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღების არდადეგებს, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, წინასწარი მონაცემებით, საბავშვი ბაღები არდადეგებზე 27 დეკემბრიდან გავლენ.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგები განსხვავებულია. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები დაიწყება 30 დეკემბრიდან და 7 იანვრამდე გაგრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არდადეგები უფრო ადრე დაიწყება, 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არდადეგები დაიწყება 31 დეკემბერს და გაგრძელდება 8 იანვრის ჩათვლით.