საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.
თემები, რაზეც ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კითხვებს დაუსვამენ, შეეხება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და სხვ.
ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინ, 27 მაისსაც იმყოფებოდა. მან დეპუტატებს პანდემიის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ წარუდგინა ანგარიში.