დღეიდან, საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგა, რომლებმაც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, თითქმის 2 თვის განმავლობაში შეწყვიტეს მუშაობა.
ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, დილიდან მუშაობა განაახლა მეტროპოლიტენმა, მარშრუტებზე გამოვიდნენ ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ქვეყნის რეგიონებშიც.
ტრანსპორტში, როგორც მგზავრს, ისე მძღოლს უნდა ეკეთოს დამცავი ნიღაბი. ამ წესის დაცვას გააკონტროლებენ საპატრულო პოლიციის და საქალაქო სამსახურების თანამშრომლები.
გარდა ამისა, მთავრობის და ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, აკრძალულია მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა. დაშვებულია მხოლოდ ფანჯრების გაღება. მიკროავტობუსის მძღოლებს ასევე ეკრძალებათ იმაზე მეტი მგზავრის გადაყვანა, რამდენი სავარძელიც არის განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაში (მგზავრის ფეხზე დგომით გადაყვანა). კონდიცირების სისტემის გამოყენება აკრძალულია ავტობუსებშიც.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე იყო ძალაში.
მიკროავტობუსებმა მუშაობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე – 18 მარტს შეწყვიტეს. 31 მარტიდან მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო გაჩერდა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ 27 აპრილს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ქვეყანა განაგრძობს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, რათა 15 ივლისამდე ყველა შეზღუდვა მოიხსნას.
მაგალითად, ჯერ კიდევ შეჩერებულია ყველა ტიპის სამგზავრო გადაზიდვები. უკვე ცნობილია, რომ ის 8 ივნისიდან დაიშვება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 738 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 573 ადამიანი – რაც აღრიცხული შემთხვევების თითქმის 78% -ია, რაც კი 28 თებერვლიდან გამოვლენილა. კორონავირუსის მიერ გამოწვეული გართულებების შედეგად 12 პაციენტი გარდაიცვალა. 3 ათასზე მეტი ადამიანი რჩება კარანტინში, ხოლო სტაციონარული ზედამხედველობის ქვეშ 250 პაციენტი რჩება.