სამთავრობო პროექტის „100 საინვესტიციო შესთავაზება ბიზნესისთვის“ ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ 7 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.
წარმოგიდგენთ ობიექტებს და მიწის ნაკვეთებს ახალქალაქში, რომლებიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად გამოიტანა.
1. სოფელ დილისკაში ყოფილი მეფრინველეობის ფერმის შენობა 179 396 კვ/მ, საწყისი ფასი – 340 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 ოქტომბერი.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ კარწახში 127 558 კვ/მ, საწყისი ფასი – 178 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 ოქტომბერი.
3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა საერთო ფართით 29110 კვ/მ სოფელ აფნიაში, საწყისი ფასი – 44 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 ოქტომბერი.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა 15905 კვ/მ ფართობით სოფელ ვაჩიანში, საწყისი ფასი – 29 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 ოქტომბერი.
5.სოფელ ხოსპიოში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 46089 კვ/მ ფართობით და შენობით, ცალ-ცალკე 13781 კვ/მ, 9704 კვ/მ, 2704 კვ/მ, 4646 კვ/მ და კიდევ 4646 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მათზე არსებული შენობები. საწყისი ფასი 170000 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.
6. მიწის ნაკვეთი სოფელ თახჩაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა 14204 კვ/მ, საწყისი ფასი – 67500 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი.
7. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ გოგაშენში და მასზე არსებული ნაგებობები 25056 კვ/მ, საწყისი ფასი 31500 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი.
ზოგიერთი მონაკვეთი გასაყიდად გამოტანილია არაერთხელ.