2019 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტისათვის. ჩვენმა ბევრმა სპორტსმენმა მოიპოვა საპრიზო ადგილები, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სპორტის ბევრ სახეობას ავითარებენ, მათ შორის ფეხბურთი, ტენისი, კრივი, კარატე და სხვები. არის სპორტის რამდენიმე სახეობა, რომლის წყალობითაც მსოფლიომ გაიცნო ჯავახეთის სპორტსმენები. ესენია კრივი, კარატე, ჭიდაობა და კიკბოქსი.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი სტელმაშოვის თქმით, 2019 წელი სპორტსმენებისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
«ჩვენი საუკათესო სპორტსმენების ნაწილი ივლისში დაჯილდოვდა, დანარჩენი სპორტსმენები წინასაახალწლო ღონისძიების დროს, 31 დეკემბერს დაჯილდოვდებიან»,- ამბობს ვალერი სტელმაშოვი.
2019 წლის ივლისის თვეში 28 სპორტსმენი დაჯილდოვდა. ამისათვის ბიუჯეტიდან 4200 ლარი იყო გამოყოფილი. მაშინ დააჯილდოვეს კიკბოქსერები, რომლებმაც «ევროპის თასის» საპრიზო ადგილები მოიპოვეს და მეკრივეები, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გახლავთ, ასევე დაჯილდოვდნენ კარატისტები და მოჭიდავეები.
2019 წლის 15 ივლისს დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სპორტსმენები. კიკბოქსინგში: სერგო ტონაკანიანი, არტიომ ქამალიანი, მჰერ ტიტოიანი, შურა დარბინიანი, იგიტ კიურეგიანი, ვარაზდატ ხაჩატურიანი, არტიომ აივაზიანი და ანდრანიკ დილანიანი.
მეკრივეთა შორის დაჯილდოვდნენ: ოთარ ერანოსიანი, არტიომ გომციანი, არტიომ იორდანიანი, არშაკ ელიზბარიანი, სტეპან შირინიანი, არამ ხრიკიანი, პატვაკან მათოსიანი, გორ აივაზიანი, არმენ გრიგორიანი და ნაირ მელიქიან. ეს სპორტსმენები ასევე კიკბოქსინგს ვარჯიშობენ.
ჭიდაობაში დაჯილდვებულები არიან: გევორგ გაბრიელიანი, მაკსიმ მკოიანი, სარკის ზოპუნიანი, ვაზგენ გაბრიელიანი და არაზატ გოგორიანი.
კარატეში დაჯილდოვდნენ: დავით სესაძე, გრიგორ გაზარიანი, ვოლოდია ევაჯიანი, აქსანა ავეტიანი და არტიომ ავაქიანი.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი სპორსტსმენი გახლავთ მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონი.
31 დეკემბერს წინასაახალწლო კონცერტზე კრივში, კარატეში და ჭიდაობაში დაჯილდოვდებიან შემდეგი სპორტსმენები:
კარატის ტრენერი რაფაელ დარბინიანი, «OPEN GEORGIA» შოკოდან «კატა»- მეორე ადგილი;
ჭიდაობა- საერთაშორისო ტურნირებში საპრიზო ადგილების მფლობელები: რუბენ გოგორიანი, ჰამლეტ ადამიანი, რუდიკ გატრჯიანი, გევორგ გაბრიელიანი, ჟორა მოსოიანი და ჰამლეტ ხდრიანი.
ასევე დაჯილდოვდებიან კრივის საერთაშორისო ტურნირში საპრიზო ადგილების მფლობელები: ფილოსიანი დავითი, გრიშა ნახატაკიანი, არმენ მელიქიანი, ვენეტიკ ზანდარიანი, სერგო თუთუნჯიანი, ვიგენ ფილოსიანი, პაველ შახბაპაზიანი, არტიუშ საარიანი და გრიშა ელიზბარიანი.
2019 წელს საერთაშორისო შეჯიბრებიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ ცნობილი სპორტსმენები: ოთარ ერანოსიანი, ნაირ მელიქიანი, არტიუშ გომციანი და სხვები.