მუნიციპალურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ახალქალაქის სოფლებიდან და ქალაქიდან 28 გუნდი დარეგისტრირდა. ჩემპიონატის პირველი თამაშები ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე 17 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც Jnews-თან სატელეფონო საუბარში ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს სპორტის განყოფილების უფროსმა აკაკი მელიქიძემ თქვა, ჩემპიონატი 17 ოქტომბერს დაიწყება. ყველა თამაში ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
“მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, თასებით და მედლებით, საპეიზო ადგილები მიიღებენ საჩუქრებს. ზოგიერთ სოფელში შეიქმნა ერთობლივი გუნდები. ვგეგმავთ დღეში 4-5 თამაშის ჩატარებას”, – კომენტარი გააკეთა მელიქიძემ.
17 ოქტომბერს, პირველ სათამაშო დღეს გაიმართება შემდეგი მატჩები:
ჩემპიონატის ორგანიზატორია ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.