სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ქვეყანაში covid -19 ით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ეს სომხეთში, ერთ დღეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ახალი კორონავირუსის მსოფლიო ეპიდემიის დაწყების დღიდან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 442-ით გაიზარდა და ჯამში 8216 შეადგინა, – იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, 28 მაისის 11:00 საათისთვის, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 32-ით გაიზარდა და ამჟამად 3287-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID-19– დან 113 ადამიანი გარდაიცვალა ეპიდემიის დაწყებიდან, covid –19 – ით დიაგნოზირებული კიდევ 44 პაციენტი გარდაიცვალა სხვადასხვა მიზეზის გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის სომხეთში კორონავირუსზე ფაქტობრივ მკურნალობას 4772 პაციენტი გადის, კორონავირუსზე ტესტი 54 931 ადამიანს ჩაუტარდა.