პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია კანონმდებლობის გამკაცრება ონლაინ კაზინოების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. როგორც მან დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით უახლოეს ხანებში მიმართავს.
“თუ კაზინოებთან მიმართებით პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზინოების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ,” – განაცხადა გახარიამ.