ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ , – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე საათებში ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით დასრულდება.

„ ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს.

„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.

როგორც მედია წერს, ისრაელის პოლიტიკურ-უსაფრთხოების კაბინეტი შაბათს შეიკრიბა, რათა „ჰამასის“ მოულოდნელ თავდასხმაზე ქვეყნის პასუხი განესაზღვრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერატიული გადაწყვეტილებების სერია, რაც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურებას“.

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, “ჰამასმა” აიყვანა მძევლები და ომის ტყეები.