საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „მსოფლიოს ხალხთა მეგობრობა“, რომელიც ახალქალაქში 30 სექტემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა, რადგან ახალქალაქის მოსახლეობის მხრიდან სოციალურ ქსელებში პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. მოსახლეობამ აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა, და ფესტივალის გაუქმება ან სხვა ქალაქში ჩატარება მოითხოვეს.
ფესტივალი „მსოფლიოს ხალხთა მეგობრობა“ ახალქალაქში საქართველოს ცეკვის ხელოვნების კავშირისა და ახალქალაქის მერიის ორგანიზებული იყო, რომელიც პირველად აგვისტოში გამოცხადდა. თუმცა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ ფესტივალის გამართვამ ახალქალაქელ ახალგაზრდებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და Facebook-ის სოციალურ ქსელში ახალქალაქში ფესტივალის გაუქმების კამპანია დაიწყო. საბოლოდ გადაწყდა, რომ ფესტივალი საერთოდ არ გამართულიყო.
ამის შესახებ Jnews-თან სატელეფონო საუბარში ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორმა ალიკ ქსპოიანმა აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, არ ჩატარდება. აშუღ ალიკის პატრიოტიზმში არავის შეეპაროს ეჭვი. სანამ სოციალურ ქსელში გამოაცხადებდნენ, რომ ზოგიერთი გუნდი ფესტივალში არ მიიღებს მონაწილეობას, უნდა დაელოდებინათ და გაერკვიათ, ჩატარდებოდა თუ არა ფესტივალი, მიიღონ მონაწილეობა თუ არა?. მანამდე მე, მერი მელკონ მაკარიანი, მისი მოადგილე და გაერთიანების პრეზიდენტი ვსაუბრობდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. დიახ, ფესტივალი ახალქალაქში არ უნდა გამართულიყო, მაგრამ რა ვქნათ, ინდიელებს ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, თავიდან მცხეთაში გადატანა გადაწყდა, მერე პავილიონთან დაკავშირებით პრობლემები გაჩნდა. ბუნებრივია, ჩვენი სომხური ჯგუფები არ მიიღებენ მონაწილეობას, კავშირშიც ხაზი გაუსვეს, რომ ისინი სომეხი ხალხის მეგობრები არიან, ამიტომ გადაწყდა, რომ ფესტივალი საერთოდ არ ჩატარდეს“.
ხაზს ვუსვამთ, რომ 25 სექტემბერს ახალქალაქში დაგეგმილი მუსიკალური საღამოც მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
“ღამის შოუს” კონცერტი გადაიდო