მთიან ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 290-მდე დაშავდა, ასევე დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე პირი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მედიის ცნობით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იყო თავმოყრილი. ამასთან, რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 7 ადამიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა, 13 კი ადგილზევე დაიღუპა. დაშავებულთა ნაწილი სომხეთის საავადმყოფოებშიც გადაიყვანეს.
ყარაბაღში აფეთქება მოხდა: არიან დაღუპულები და დაშავებულები