საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე „საჰაერო კოდექსზე“ მესამე მოსმენით მსჯელობენ, თუმცა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კითხვას ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე სვამდნენ.
მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გამოურთო და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დასვან.
სიტყვიერი დაპირისპირება იყო ხათუნა სამნიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შორის, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა.