ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ თახჩაში, გუშინ, 25 მაისს, 8 ცხვარი და ბატკანი დაიხოცა. მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ ისინი ყინვამ და სეტყვამ დახოცა. დანარჩენი ცხოველი გადარჩა, რადგან მისი მთიდან ბოსელში გადაყვანა მოხერხდა. სპეციალისტების თქმით, სიცივის გამო ცხოველის სიკვდილი არ არის გამორიცხული, თუმცა იშვიათია. ხშირად ეს ხდება როდესაც ცხოველი სუსტია.

250 ცხვარსა და ბატკანიდან, რომელიც სოფელ თახჩასთან საძოვრებზე იმწყემსებოდა, გუშინ, 25 მაისს, 8 მოკვდა. ფარა სოფლის მცხოვრებს არმენ ეპრიკიანს ეკუთვნის. მეპატრონეების თქმით, კრავი და ცხვარი სიცივემ და სეტყვამ დახოცა.

«ჩვენ შეგვატყობინეს, რომ დედალი ცხვრები სიცივეს ვერ უძლებენ. ჩვენ ცხვრის ბოსელში გადმოსაყვანად მივედით. 8 მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ისინი გაიყინნენ»,- ამბობს სოფლის მცხოვრები.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, მკვდარი ცხვრები დაახლოებით 2-3 კვირის წინ გაკრიჭეს და სავარაუდოდ ამიტომ ვერ გაუძლეს სიცივეს.

მეპატრონეები სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად, სინჯების ჩასატარაბელად, შესაბამის სტრუქტურებს არ მიმართავენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ერთადერთი მიზეზი სიცივეა.

«დახოცილი ცხვარი და ბათკანი დანარჩენისგან არაფრით განსხვავდებოდა, არც სუსტი იყო და არც ავადმყოფობდა, უბრალოდ გაკრეჭილი იყო»,- დაამატა სოფლის მცხოვრებმა.

სპეციალისტები ცხოველების დახოცვის ზუსტ მიზეზებზე არ საუბრობენ.
«თუ ცხოველი მასიურად არ დაიხოცა, ესეიგი ავადმყოფობა არ არის მიზეზი. თუკი მხოლოდ რამოდენიმეა დახოცილი, შესაძლოა, რომ მიზეზი იყოს სიცივე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ასევე შესაძლოა თუ ცხოველი იყო სუსტი ან ახალად გაკრეჭილი. მაგრამ კონკრეტულად, ვერავინ ვერ იტყვის, ვიდრე სინჯები არ ჩატარდება. ეს ყველაფერი ალბათობის თეორიის მიხედვითაა»,- ამბობს ვეტერინარი არმან არუთუნიანი.