ახალქალაქში წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ აღნიშნეს ისე, როგორც ყოველ წელს. ამის მიზეზი კორონავირუსია, თუმცა მოსახლეობამ სიტყვა «დამოუკიდებლობის» თავისებური აღქმის მნიშვნელობა გამოთქვა.

წელს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქის ადგილობრივმა თვითმართველობამ დროშების გამოფენით აღნიშნა, ასევე იქნა გამოფენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი პლაკატი და სტენდი. ახალქალაქში, ისევე როგორც მთელ საქართველოში მასიური ღონისძიებები აკრძალულია. Jnews.ge შეეცადა გაერკვია, თუ როგორ ესმის მოსახლეობას ამ დღისა და სიტყვა «დამოუოკიდებლობის» მნიშვნელობა.

როდესაც დამოუკიდებლობაა – თავისუფლებაც არის