ახალქალქის მუნიციპალიტეტში მიწების უფასო სახელმწიფო რეგისტრაცია 2023 წელს არ განახლებულა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზეზის გარკვევის მიზნით, აგვისტოში იუსტიციის სამინისტროს მიმართა და პასუხი ჯერ არ მიუღია.
უკვე შემოდგომაა, მალე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შეუძლებელი იქნება გაზომვითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც სახელმწიფო რეესტრის მომუშავეებმა წელს არ განაახლეს.
იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია გრაფიკს ჩამორჩება, Jnews-მა არაერთხელ აღნიშნა საკუთარ სტატიებში.
სახელმწიფო რეესტრის თანამშრომელმა, მიმდინარე წლის ივნისში, JNEWS-თან ბოლო საუბრისას თქვა, რომ არ იცის როდის ჩამოვლენ, განრიგი უკვე აღარც უყურებენ. კითხვაზე, რატომ არ მოდიან, მან გვიპასუხა, რომ ეს ყველაფერი განაწილებაზეა დამოკიდებული.
მიწის რეგისტრაციის პროცესის შეჩერების მიზეზის გასარკვევად 25 აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოფიციალურად წერილობით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და პასუხი დღემდე არ მიუღია.