112 გაფრთხილებს

საქართველოს შსს-მ მოქალაქეებს შეტყობონება გაუგზავნა, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

კერძოდ, შეტყობინებაში ნათქვამია:

«9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს რეგიონების უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ».

აღსანიშნავია, რომ გურიაში გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად მდინარის კალაპოტი ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა საცხივრებელი სახლები, ხიდები, სოფლების გამაერთიანებელი გზები, არის მსხვრეპლი.