ახალქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ასევე, საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით შეივსო.
ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოები, მათ შორის ახალქალაქის საავადმყოფო, გარკვეული სტანდარტების დაცვას მოეთხოვებათ.
„კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას და მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს, ხოლო რეკონსტრუქცია პარალელურად მიმდინარეობს. ქირურგიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ნებისმიერი საწოლი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს.
პალატაში თითოეულ საწოლზე უნდა იყოს გამოყოფილი არანაკლებ 13,5 კვადრატული მეტრი ფართი, თუ პალატა არის პატარა და არის ორი საწოლი, მაშინ ერთი საწოლი უნდა გაიტანოს. ანალოგიური პრობლემა გვაქვს რეანიმაციაში, რადგან 6 საწოლია, არ არის საკმარისი ადგილი“, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი.
ასევე, ახალქალაქის ჰოსპიტალში, დიალიზზე მყოფი პაციენტების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა იყოს პალატა ჰომოდიალიზის აპარატით აღჭურვილი საწოლით.
„კითხვა ასე დაისმება: გქონდეს თუ არა ინტენსიური თერაპიის და ქირურგიული მომსახურება. თუ არ შევასრულებთ, სერთიფიკატი არ გაგვიახლდება“, – ამბობს ის.
მრავალფუნქციური ელექტრო საწოლები
აღსანიშნავია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად, ახალქალაქში ოპერაციები გრძელდება, საავადმყოფო აგრძელებს პაციენტების მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.
„სამუშაო ბოლო, დასკვნით ეტაპზეა და დაახლოებით ერთ კვირაში ინსპექტირების კომისია ჩვენს საავადმყოფოს ეწვევა ატესტაციისთვის და შემოწმების შემდეგ ლიცენზიების განახლებისთვის. ჩვენ მივიღეთ ყველა აღჭურვილობა ამ დადგენილებების შესაბამისად, ჰოსპიტალს არ უნდა ჰქონდეს 2022 წლამდე წარმოებული აღჭურვილობა, ყველა აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს“, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი.