მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვას გეგ­მავს.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში” შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ინი­ცი­რე­ბის­თვის მზად არის, რო­მე­ლიც ბი­უ­როს 4 სექ­ტემ­ბრის სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

ცვლი­ლე­ბა კო­დექ­სის 77/1 მუხ­ლში შე­დის. კერ­ძოდ, დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი/სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბა პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში, 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას.

გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით იქ­ნე­ბა, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში – 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამის შემ­დეგ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ იმა­ვე ქმე­დე­ბის მე­სა­მე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჩა­დე­ნა, ფი­ზი­კუ­რი პი­რი­სათ­ვის გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტორ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ამ ტი­პის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­თან მი­მარ­თე­ბით შემ­დე­გია: – 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით შედ­გა 148 ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქმი, 2022 წელს ეს რა­ო­დე­ნო­ბა 253-მდე გა­ი­ზარ­და, რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე, 2023 წლის მო­ნა­ცე­მებს, მხო­ლოდ იან­ვა­რი-ივ­ლი­სის თვის ჩათ­ვლით, შედ­გე­ნი­ლია 344 სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი.

“აღ­ნიშ­ნუ­ლი ცხად­ყოფს, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ფონ­ზე, დამ­რღვე­ვი პი­რე­ბი დად­გე­ნილ ჯა­რი­მებს არ ერი­დე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის ეფექ­ტუ­რი გზა და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გო­ნივ­რულ რა­ო­დე­ნო­ბამ­დე გაზ­რდაა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო ეფექ­ტუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში” შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან.