საქართველოს უმეტეს რაიონებში, ხვალიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +7, +12 -მდე გათბება.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 მარტს მსუბუქი ნალექი ქვეყნის ცალკეულ რეგიონებშია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში დაბლობებში ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი, 22 მარტს +18 გრადუსამდე დათბება.
23 მარტი მოსალოდნელია თბილი ამინდი ნალექების გარეშე. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.