გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.

2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი ცალკეულ რაიონში იწვიმებს და +22, +27 გრადუსამდე დათბება.

თბილისში პირველ მაისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 2-3 მაისს დღის საათებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსმდე მოიმატებს.