საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 159 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 708, „პისიარ“ ტესტით – 14 451.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,3%, ბოლო 14 დღის – 10,92%, ბოლო 7 დღის – 10,8%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 514 744 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 448 288 გამოჯანმრთელდა, 6 771 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 962 165 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 303.
კარანტინის რეჟიმშია 82, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 345 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 494 პირი.
ამასთან, 21 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი, გარდაიცვალა 74 ადამიანი.