Jnews-ი აცხადებს ვაკანსიას

Jnews-ი აცხადებს ვაკანსიას ქართული განყოფილების რედაქტორის პოზიციაზე.

მოთხოვნები კანდიდატებისთვის:

  • უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ქართული)
  • სომხური ან რუსული ენის ცოდნა, სრული გაგების დონეზე (ზეპირი და წერილობითი)
  • ფიზიკურად ახალქალაქში ყოფნა
  • პოლიტიკურად ნეიტრალური შეხედულებები და აზროვნება

ხელფასი დამოკიდებულია იმ დატვირთვის დონეზე, რომელსაც თანამშრომელი შესძლებს. სამუშაო საათები მოქნილი და არასტანდარტულია.

მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი და პირადობის მოწმობის ასლი ელექტრონულ მისამართზე jnews.ge@gmail.com , 6 სექტემბრამდე.

აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, რის შემდეგაც საუკეთესო კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან საცდელ სამუშაოს და შეირჩევა საუკეთესო კანდიდატი.