მიუხედავად საგაზაფხულო ყვავილობისა, ქალაქის “ხას ბახჩა” პარკში მოსაწყენი ვითარებაა. გატეხილი პლაფონები, დაჟანგული სკამები, დამჭკნარი ყვავილები… ვანდალებისაგან ამ ყველაფერს «კამერაც» კი ვერ იცავს.

წელიწადის თბილ დროს ქალაქს მწვანე ზონა ესაჭიროება, სადაც სასიამოვნო იქნება დროის გატარება და სუფთა ჰაერზე გასვლა. ამჟამად ახალქალაქის ერთადერთი მწვანე კუნძული ქალაქის პატარა “ხას ბახჩას” პარკია. თუმცა, პარკის ხედი სიბრალულის გარდა არაფერს იწვევს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პარკს რეაბილიტაცია მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს გაუკეთდა. მაშინ, პარკის ფილებით მოფენვაზე, ძველი ღობის შეღებვასა და რამდენიმე სკამისა და ნაგვის ურნის დადგმაზე 119 295 88 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს ახალქალაქის სერვის ცენტრი, რომელიც ამჟამად პარკის სისუფთავესა და გამწვანებას ადევნებს თვალყურს, ხის ქვესადგამზე ყვავილები დარგო, რაც ძალიან ლამაზი და სასიამოვნო სანახაობა იყო. მაგრამ ახლა ლამაზი ინიციატივიდან მხოლოდ მორები შემორჩა. პარკს ჰქონდა განათება, რისგანაც ისევ და ისევ აღარაფერი დარჩა. ყველაფრისადმი მოსახლეობის ბარბაროსულ დამოკიდებულებას პარკის სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ, ასეთი ადგილები კი კეთილმოწყობის აუცილებლობას ყოველთვის განიცდიან.

ჩვეულებრივ, გამწვანება და დასვენების მსგავსი ადგილების მორთვა ლანდშაფტური დიზაინერების დახმარებით, გარკვეულ სტილში ხორციელდება. აღნიშნულ შემთხვევაში პარკს არ გააჩნია სტილისტიკა და გამოიყურება ისე თითქოს ყველაფერი შემთხვევით არის დალაგებული. ჩვენი პარკის შემთხვევაში, მოეწყო ის, რაც სადღაც ნაპოვნი იქნა.

sad9

პარკში სამი სხვადასხვა სახის სკამია. ძველი, მძიმე სკამების უმეტესობა რეაბილიტაციის შემდეგ სადღაც გაქრა. ახალ სკამებს კი სურვილისამებრ გადააადგილებენ. ეს სკამებიც უკვე დაჟანგდა.

sad4 პარკში ბევრი ასეთი სკამია

sad1

sad3

ხის ქვესადგამებში ყვავილები აღარ არის ისევე, როგორც 5 წლიანი სკამების ხის ფიცრები.

sad6

sad7

ასე გამოიყურება პარკის პატარა სცენა.

sad8

sad11

პლაფონები დამტვრეულია, ზოგიერთი სვეტის «ძირიდან ამოგლეჯა» სცადეს.

sad5

საბავშვო მოედანის ძველი კომპლექტის შიგნით ბავშვის ზომის ხვრელებია. ეს მოედანი გამოყენებას არ ექვემდებარება.

ზოგი რამ იქნება გადაკეთებული და ჩანაცვლებული, მაგრამ ყველაფერი არა.

«დღეს ხეებთან მდებარე პროჟექტორები გამოვცვალეთ, ამას ელექტრიკოსები ეკეთებდნენ. პლაფონები შევუკვეთეთ. გამწვანებაც იქნება, დავრგავთ ყვავილებს, და აუცილებლობის შემთხვევაში გაზონს გავაკეთებთ. თბილისი ახლა გაიხსნა, ამიტომ უკვე ყვავილებით ვართ დაკავებული. რაც შეეხება სკამებს, სამწუხაროდ მათ გამოსაცვლელად დიდი დაფინანსება არ გვაქვს»,- ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი.