2023 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში ხორცის და კვერცხის წარმოება შემცირდა, რძის წარმოება კი გაიზარდა. მეცხოველეობის შესახებ წინასწარი მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

კერძოდ, საქსტატის წინასწარი მაჩვენებლებით, 2023 წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 206 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6%-ით მეტია.

რაც შეეხება ხორცის წარმოებას, მეორე კვარტალში მისმა მოცულობამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3 პროცენტით ნაკლებია.