მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2023 წლის მეორე კვარტალის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 54 738 961 ლარი შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,5 მლნ ლარით მეტია. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში სექტორის წმინდა მოგება 49 167 035 ლარს შეადგენდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1,941 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 698,6 მლნ ლარს.
სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 208,2 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 187,2 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 3,049 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 31,725 მლნ ლარი იყო.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.